fbpx

რვა დიზაინერი ქალი, რომელთაც უნდა ვიცნობდეთ – Financial Times


გააზიარე სტატია

ხელოვნების ინდუსტრიაში, სადაც  დიზაინერი ქალები ჯერ კიდევ საკმაოდ ცოტანი არიან, არსებობენ  რევოლუციონერი ქალები, რომლებიც მთლიან სცენარს ცვლიან  –  წერს პრესტიჟული გამოცემა Financial Times თავის სტატიაში, რომელშიც  რვა  დიზაინერ ქალს შორის ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას ცნობილი დუეტიცაა.

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მცხოვრები საბინ მარსელისი, ნიგერიელი წარმოშობის ლონდონელი მიმი შოდეინდე, ამერიკელი ბეკ ბრიტენი, სინგაპურელი ოლივია ლი, ნიუიორკელთა ჯგუფი – Egg Collective (კრისტალ ელისი, სტეფანი ბიმერი და ჰილარი პეტრი), მილანელი ტანდემი – Studiopepe (არიანა ლელი მამი და კიარა დი პინტო) და კორეული ფესვების მქონე ენი ლი პარკერი ქართველ დუეტთან ერთად არიან სიაში, რომელშიც რვა დიზაინერია წარმოდგენილი. 

2018 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ხელოვნებისა და დიზაინის შემსწავლელი სტუდენტებიდან გოგონები მხოლოდ 22%-ს შეადგენდნენ. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა შეერთებულ შტატებშიც, სადაც ხსენებულ სექტორს მამაკაცები უფრო სწყალობენ.

„თუკი მომავალში დადგება დრო, როდესაც თქვენ მე დიზაინერ ქალს აღარ დამიძახებთ, რადგან დიზაინერს უბრალოდ დიზაინერი ერქმევა, ამისთვის ყველაფერს გავიღებდი“, – ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები დიზაინერი ბეკ ბრიტენი.

არტ-დიზაინში გენდერული ბალანსის დასაცავად მუშაობენ ლონდონში მცხოვრები პიარ-მენეჯერი საბინ ზეტელერი, დიზაინის მუზეუმის კურატორი პრია ხანჩანდანი და ხელოვანი ინკა ილორი. ისინი  დიზაინერ ქალებს უწევენ პოპულარიზაციას  და ყველას ურჩევენ, არჩევანი ტანსაცმლისა თუ ავეჯის შერჩევისას   ავტორი ქალების ნამუშევრებზე შეაჩერონ.

თბილისურ Rooms Studio-ს (ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია) მუშაობას გამოცემა „ენერგიების შერწყმასა“ და „ქალურობის პირადი გამოცდილების თხრობას“ უწოდებს. დუეტის ნაყოფიერი მუშაობა მათმა დედობამაც  გაამდიდრა.

„მე სამი გოგონა მყავს, ქეთის კი – ორი ვაჟი. არა მგონია, ჩვენი შრომა გენდერულად გამორჩეული იყოს, თუმცა იგი მეტწილად ქალურ ინტუიციაზეა დაფუძნებული“, – ამბობს ნატა ჯანბერიძე. დუეტის ამჟამინდელი სტილის ველური მინიმალიზმის კოლექცია წარმოადგენს არქაულ ფორმებს, უხეშად თლილი, თითქმის შავი, ხელახლა გადამუშავებული მუხის მასალის გამოყენებით.

 

ორიგინალი: https://www.ft.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.