fbpx

გიორგი გაგოშიძის უკრაინული ბლოკნოტები


გააზიარე სტატია

 

უკვე დიდი ხანია რაც ბლოკნოტები ჩემი შემოქმედებისა და ზოგადად ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრები გახდნენ, ეს დაახლოებით იგივეა ჩემთვის რაც დღიურის წარმოება სადაც შეიძლება ჩანახატით აისახოს რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა,  კონკრეტული ადგილიდან მიღებული შთაბეჭდილება, უცხო ადამიანთან შეხვედრა, მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩემი შეხედულებები ან უბრალოდ რაიმე ადგილის დაფიქსირება.

შესაბამისად მას მერე რაც რუსეთმა ომი გამოუცხადა უკრაინას და მთელს თავისუფალ სამყაროს და როდესაც ამ ყველაფერს ფაქტიურად პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს, თითქმის შეუძლებელი გახდა სხვა მოვლენებისთვის ფურცლების დათმობა, თითქოს თავისით ივსება ფურცლები და მიყვება ომის ქრონოლოგიას, გმირულად დაღუპული ადამიანებით, რუსი მონსტრების კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებით თუ მამაცი უკრაინელებისა და მათი თანამებრძოლების გმირობებით.

გარდა იმისა რომ ეს უკრაინასთან ერთად  პირდაპირ ჩვენი ომიცაა, ისედაც  ხელოვნება არასდროს ყოფილა დისტანცირებული მსგავსი მაშტაბის მოვლენებისგან, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ დროს სხვა რამით იყოს მოცული ხელოვანის გონება.

რაც ომი დაიწყო უკვე მეოთხე ბოლკნოტს ვავსებ და იმედია ეს ბოლოს იქნება, რომელშიც უკანასკნელი ფურცლები უკრაინის,  საქართველოს და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვების ზეიმს დაეთმობა.

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.