fbpx

SOLO-მ მომხმარებლის ინტერესებზე დაყრდნობით ახალი ფუნქციონალი შექმნა


გააზიარე სტატია

Lifestyle Chooser-ი – მობილბანკის ინოვაციური ღილაკი მეტი ბენეფიტისთვის

 

როგორია შოკოლადი, რომელიც თქვენი გემოვნების ყველა რეცეპტორს ერგება? ან როგორია გემო, რომელიც თქვენი ცხოვრების წესს, სტილსა და მისწრაფებებს ითვალისწინებს? თუ შოპინგი გიყვართ, ალბათ, ფერად-ფერადი და კონტრასტული ტკბილეული მიგიზიდავთ; თუ თქვენთვის ოჯახური გარემო ყველაზე პრიორიტეტულია, ნაცნობი და კომფორტული გემოები გესიამოვნებათ; თუ კულტურა თქვენი ინტერესის სფეროა, სავარაუდოდ, ტრადიციულ ჩარჩოებს გასცდებით; ნამდვილი გასტრონომების პრეტენზიული რეცეპტორები კი ტკბილისა და მჟავის თამაშით დაბალანსდება. მოკლედ, თქვენი გემოვნების დაგემოვნებას მარტივად შეძლებთ – საკმარისია, იყოთ SOLO მომხმარებელი, მობილბანკში პატარა კითხვარი შეავსოთ და SOLO ლაუნჯებს ესტუმროთ, სადაც ყველა თქვენი პასუხი და ინტერესი სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ხელნაკეთ შოკოლდში გაერთიანდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ „დესერტია“ იმ დიდი სიახლისა, რომელიც SOLO-მ ერთგულ მომხმარებლებს მოუმზადა…

საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი და ინოვაციური ფუნქციონალი – Lifestyle Chooser-ი დაემატა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საკუთარი ინტერესები ინდივიდუალურად აირჩიოთ და მხოლოდ ის შეთავაზებები მიიღოთ, რომლებიც თქვენს გემოვნებას, ცხოვრების წესსა და მისწრაფებებს მოერგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ავტომობილები გიყვართ და ამას მობილბანკის კითხვარში დააფიქსირებთ, თქვენ შეძლებთ პრესონალურად თქვენთვის პრიორიტეტული და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები მიიღოთ და პირველმა ისარგებლოთ.

მაგალითად თუ ავტომობილებს მონიშნავთ, მეტი შანსი გექნებათ, SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ავტომობილებთან დაკავშირებული აქციებით ისარგებლოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მთაში სიარული გიტაცებთ, ახალი ფუნქციონალით სპორტისა და ჯანმრთელობის კატეგორიას მონიშნავთ, მიიღებთ მხოლოდ იმ ბენეფიტებს, რომლებიც თქვენი ჰობისა და ჯანსაღი ცხოვრების გარშემო შევქმენით

ლევან ღამბაშიძე, ინტერესი – სპორტი & ჯანმრთელობა: „მთაში სიარული, თავისი გაგებით, ექსტრემალურია იმიტომ, რომ რისკებს უკავშირდება. რაღაც ზღვარს უნდა მიაღწიო, რათა ჩაითვალოს, რომ შენი კომფორტის ზონას გასცდი. მთაში სიარულის სურვილს სხვადასხვა ინტერესი მიჩენს – დაწყებული სპორტული ამბიციიდან, დამთავრებული დასვენების მოთხოვნილებით. ეს ერთგვარი ჟინიც არის და მედიტაციაც. ყველაზე მეტად, რაც მომწონს, ყოფიერებისა და ურთიერთობების მინიმალიზმია. როცა წასვლის წინ ზურგჩანთას ვალაგებ, ყველაფერი ზედმეტი მეჩვენება და საბაზისო საგნებამდე დავდივარ. ზედმეტს თუ წავიღებ, მეტი ტვირთი მექნება, ხოლო ნაკლებს თუ წავიღებ, შეიძლება პრობლემა შემექმნას. მთა სწორედ ბალანსის დაცვას მასწავლის. კარგი მცოცავი არ ვარ, მაგრამ იქ არავინ განმსჯის. ეს არის უკრიტიკო სივრცე, რომელიც მხოლოდ შენს წინსვლაზეა ორიენტირებული. ხალხთან და მთებთან ურთიერთობა გასწავლის, რომ ყოველთვის იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია; და რომ ყოველთვის იპოვი ძალას, რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებს. მთიდან დაბრუნების შემდეგ, ერთგვარი გაუცხოება მაქვს ხოლმე იმ რეალობისგან, საიდანაც წავედი. თუმცა, ამ მომენტის პოზიტიურად გამოყენებაც შეიძლება: მთავარია, რუტინაში ისევ ისე არ ჩაეფლო, ცხოვრება სხვანაირად გადაალაგო და შენ კი არ მოერგო ყოველდღიურობას, პირიქით – ყოველდღიურობა შენს ინტერესებს მოარგო.“

ინდივიდუალური მომსახურების ახალ ფუნქციონალს უკვე კარგად გაეცნო საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი, ნიკოლოზ ალავიძე, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

ნიკოლოზ ალავიძე, ინტერესი – სპორტი & ჯამრთელობა: „SOLO-ს Lifestyle Chooser-ი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო ფუნქციონალია. ჩვენი ყოველდღიურობა რთული და რუტინული განრიგითაა დატვირთული და „ციფრული“ გარემო ჩვენს ყოველდღიურობაში იმდენად მყარად არის ინტეგრირებული, რომ „განებივრებული“, პირადი ცხოვრებისათვის დრო აღარ გვრჩება. სამწუხაროდ, ძალიან რთულია ამ რეალობიდან თავის დაღწევა მეგობრული დახმარების გარეშე. შესაბამისად SOLO Lifestyle Chooser ჩემთვის ზუსტად ის მეგობარია, რომელიც გთავაზობს შენზე მორგებულ სიახლეებს – ისეთს, რომელზეც უარს ვერ იტყვი და, როგორი გადატვირთული კალენდარიც არ უნდა გქონდეს, აუცილებლად მოირგებ შენთვის სპეციალურად შექმნილ საინტერესო თავგადასავალს. გარდა იმისა, რომ ეს მომსახურება დროის და უძვირფასესი რესურსის დაზოგვის საშუალებაა, გთავაზობს საუკეთესო არჩევანის გაკეთების საშუალებას.“

მოკლედ, თუ SOLO მომხმარებელი ხართ, ისღა დაგრჩენიათ, საკუთარი თავისთვის რამდენიმე წუთი გამოყოთ, SOLO-ს მობილბანკში Lifestyle Chooser-ს დააკლიკოთ და შეავსოთ კითხვარი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ, რესურსებს დაგიზოგავთ და მხოლოდ საჭირო და სასურველ შეთავაზებებს შეგირჩევთ, რათა მეტი სიამოვნება მიიღოთ იმისგან, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ფუნქციონალი Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში: https://mbank.bog.ge/8dSN

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.