fbpx

ელენე ჩანტლაძის გამოფენა შეერთებულ შტატებში: გალერეა FIERMAN


გააზიარე სტატია

ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეა – FIERMAN ქართველი მხატვრის, ელენე ჩანტლაძის ამერიკულ გამოფენას უმასპინძლებს, რომელიც 6 მაისიდან 19 ივნისამდე გასტანს.

ელენე ჩანტლაძე მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა ნამუშევრებს და წერდა წყალტუბოს სანატორიუმებში გატარებულ ცხოვრებასა და მუშაობაზე – შვილებისა და შვილიშვილების აღზრდის პარალელურად. იგი პერსონაჟებსა და სცენებს გადაყრილ მუყაოს ნაჭრებზე ან იმ ქვებზე ქმნიდა, რომლებსაც მდინარის პირას აგროვებდა. ყოველდღიური ცხოვრების უგულებელყოფილ და შეუმჩნეველ ნარჩენებში ხელოვანმა იცოდა, როგორ  წარმოეჩინა ხედვები, რომლებიც მის გონებაში იყო დასახლებული.

მისი ნამუშევრები შექმნილია შოკოლადის ძველ კოლოფებზე ანდა პლასტმასის ხუფებზე, როგორც ტრადიციული საშუალებით – გუაშითა და კალმებით, ასევე არატრადიციულით – ანწლის წვენით, ნახშირითა და ნავთის გამოყენებით.

ჩანტლაძის ნამუშევრები ასახავს გარშემო არსებულ ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს, ხედებს ცხოველებით, ბავშვებს, დასახლებულ ქალაქსა და ხალხს, რომელიც იკრიბება ქორწილის ან სხვა რიტუალის აღსანიშნავად.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები   ფანტასტიკური და ფოლკლორული ჟანრისაა, ისინი  მხოლოდ მომხიბვლელი პასტორალური იდილიები როდია. სოციალური კრიტიკის მომენტები ასახულია  მის ფერწერულ პეიზაჟებზე. ნახატებზე ასევე წარმოჩენილია  შეწუხებული პატარძლები, გოროზი მამაკაცები თუ დაღუპული დედები. ლატენტური ფემინისტური ცნობიერების ეს ასპექტები ავტობიოგრაფიის მინიშნებებს ატარებს. ამრიგად, როგორც ამერიკელები განმარტავენ, ჩანტლაძე არა მხოლოდ რეგიონული ტრადიციების ქრონიკის ამსახველია, ​​არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენებს თავის უნიკალურ ხედვას.

ფემინიზმის გარდა მხატვრის ნამუშევრებში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის კორონავირუსის პანდემია, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაცაა ასახული. 

ორიგინალი: https://www.mutualart.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.