fbpx

„ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“ კოკა რამიშვილის სოლო გამოფენა


გააზიარე სტატია

6 მაისი – 15 ივნისის ჩათვლით, Window Project-ი წარმოგიდგენთ კოკა რამიშვილის სოლო გამოფენას სახელწოდებით „ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“. ექსპოზიცია აერთიანებს ვიდეოს, ქანდაკებას, ფერწერას, აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებს.

გამოფენა აგებულია ბინარული სისტემის მიხედვით. ერთი ჯგუფი მოიცავს ორ ნამუშევარს. ქანდაკებას სერიიდან „EDNICMPSSR“ (1989 წ.), სადაც სიბრტყე ტრანსფორმირებულია ტეხილ სპირალში. მეორე ნამუშევარია ვიდეო – „მკითხველი“ (2017 წ.) , რომელიც ასახავს წიგნის წვისა და კითხვის თანადროულ პროცესს.

სრულიად საპირისპიროა ნამუშევრების მეორე ჯგუფი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აკვარელით შესრულებული ნამუშევრების სერია – „Stay in the Light“. აკვარელის ნაზი, ჰაეროვანი, გამჭვირვალე და სინათლით სავსე კომპოზიციების ესთეტური და შინაარსობრივი ლოგიკა ქვეცნობიერ პროცესებთანაა დაკავშირებული.

ორ მდგომარეობას, რომელიც ერთი მხრივ მძიმე, დრამატული ნამუშევრებით, ხოლო მეორე მხრივ, აკვარელის ჰაეროვანი, სიცოცხლით მფეთქავი კომპოზიციებით იქმნება, სტრუქტურულად და კონცეპტუალურად აკავშირებს დაზგური ფერწერის ორი ნიმუში – „პირამიდები“ და „ცისფერი ცეცხლი“. ისინი ფორმითა და შინაარსით ეხმიანება წარმოდგენილ ქანდაკებასა და ვიდეოს, ხოლო ფერადოვნებითა და სიმსუბუქით- აკვარელებს. ნამუშევრების ამგვარი კავშირით, გამოფენა ურთიერთსაპირისპირო ფენომენების თანაარსებობის ერთიან, მყარ, მაგრამ დინამიურ სტრუქტურად იქცევა.

მის: ე. ტატიშვილის 9

ტექსტი : ლელა გრიგალაშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.