fbpx

ჯონ რ პეპერის ლექცია თბილისში – „იყურე უკან რომ წინ იარო“


გააზიარე სტატია

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ფოტოგრაფიაზე, ეს დროზე საუბარს ნიშნავს.“

დროის გაჩერება და კადრში მოგზაურობაა ჯონ რ პეპერის ფოტოგრაფიის მთავარი ნიშა, განსაკუთრებით კი მისი კოლექციისა – „იტალიის ფრაგმენტები“, რომელიც 1970-2010 წლებში მოგზაურობისას  გადაიღო.

40 კადრი, 40 ისტორია და 40 უნიკალური დრო – ამ გამოფენას უმასპინძლებს ხელოვნების სასახლე 8 მაისიდან “ქოლგა თბილისი ფოტო ფესტივალის” ფარგლებში.

ცნობილი  იტალიელი ფოტოგრაფის, ჯონ რენდოლფ პეპერის „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“  პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში.  „იტალიის ფრაგმენტები“  1970-2010 წლებში გადაღებული ფოტოების კრებულია, რომელიც ასახავს  დედაქალაქ რომს,  სიცილიასა და სამხრეთ იტალიის სხვა რაიონებს. 

„იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“ შედგება 40 ამაღელვებელი ფოტოსგან, რომლებშიც პეპერმა გადაიღო ადამიანები  იტალიაში მოგზაურობისას. პეპერი არის დამკვირვებელი, რომელიც შორიდან ასახავს ადამიანის ცხოვრებას მის ყველაზე არსებით ფორმებში,  მოწყვეტილს  კულტურული ან დროითი სპეციფიკისგან.

კლასიკური ტრადიციების ერთგული ხელოვანი ქმნის კადრებს, რომლებიც სინამდვილეს ასახავს და სამყაროს იმგვარი ხედვით გამოირჩევა, რომელშიც რეალიზმი ეწინააღმდეგება კვაზი-იდუმალ ზღაპარს, ფიზიკური დაკვირვება – ფსიქიკურ გამოცხადებას. მისი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია ის გზა, რომელშიც იგი უარყოფს დროს, რაც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ფოტოგრაფიის ბუნებას.

როგორც კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე რობერტა სემერარომ აღნიშნა: პეპერის ფოტოები მარადიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძნელია ზუსტი დროითი კონოტაციის მინიჭება მათთვის, თუ როდის არის ისინი გადაღებული. ნამცხვარს ჩაიში ასველებს გედივით, რაც მასში ბავშვობის ასოციაციას იწვევს – როგორ მიირთმევდა  მათ კვირა დღეს, წირვაზე წასვლის წინ. ასე რომ, პეპერი იმეორებს მის განვლილ  დროს  ფოტოებში.

გამოფენის გახსნის წინა დღეს, 7 მაისს ჯონ რ პეპერი წაიკითხავს ლექციას – „იყურე უკან რომ წინ იარო.“ ამ 65-წუთიან ლექციაში პეპერი განიხილავს განსხვავებას ფოტოების ყურებასა და რეალურად მათ „დანახვას“ შორის. ასევე ფოტოგრაფიის წარმოშობას და ძველი ნახატების დათვალიერების აუცილებლობას, რათა გავიგოთ  მაშინდელი  ტექნიკის შესახებ, რაც  დღესაც გამოიყენება, და ასევე ქუჩაში სურათის გადაღების ტექნიკას.

და ბოლოს, ის ასევე განიხილავს პრინტების სტრუქტურას და ბნელი ოთახის გამოყენებას – რადგან პეპერი, როგორც  ფოტოგრაფი, მიიჩნევს, რომ ბნელი ოთახი არის აუცილებელი ადგილი, რათა დაეხმაროს ფოტოს გაცოცხლდეს სინათლის გამოყენებით და არა  Photoshop-ის ან პოსტწარმოების სხვა ტექნიკით. 

მისამართი: ცალკე სივრცე, ვასილ პეტრიაშვილის ქ. N1, 19 საათი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.