fbpx

VR ცეკვა – კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა


გააზიარე სტატია

 

პირველად საქართველოში VR ცეკვა, რომელსაც კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა MASH-თან კოლაბორაციით წარმოგიდგენთ. ახალი გამოცდილება და თავგადასავალი, სადაც მაყურებელი თავად ხდება პერფორმანსის მონაწილე და სცენაზე მოცეკვავეებთან ერთად მოძრაობს.

ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ხელოვნება დღეს რთული წარმოსადგენია, მითუმეტეს რომ პანდემიამ შორი ტექნოლოგიური მომავალი გახადა დღევანდელობა. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება მაყურებლის როლი, მისი ახლებული ხედვა და ინტეგრაცია. VR ტექნოლოგიების გამოყენებამ ძირეულად შეცვალა მაყურებლის და არტისტების როლი, დამოკიდებულება და ურთიერთობის ფორმები. თეატრის პრივილეგირებული სექტორული განაწილება, რომელიც ბილეთის ფასში იყო ასახული გაუფასურდა. მაყურებელი აღარ არის პარტერის ან ლოჟის კლასობრივი ჯგუფის წევრი. ის დღეს VR ტექნოლოგიების გამოყენებით
გახდა თვალი, დამკვირვებელი, მონაწილე და მეტიც, ის თავად წყვეტს იმ მოძრაობის ტრაექტორიას მარჯვნიდან, მარცხნიდან და თუნდაც წრიულად დააკვირდეს სცენას. აუდიტორია პირველად დგება სცენაზე მსახიობებთან, მოცეკვავეებთან თუ პერფორმერებთან ერთად.

VR ცეკვა მოიცავს ისრაელელი არტისტების 5 პერფორმანსს 360-3D ფორმატში:

1. “NARKIS”, ქორეოგრაფია და პერფორმანსი: ირან ავნი
circeplatform.com/ka/narkiss

2. “ციხესიმაგრე”, ქორეოგრაფია და კონცეფცია: რეიჩელ ერდოს
circeplatform.com/ka/ციხესიმაგრე

3. “Aliza”, ქორეოგრაფია: რავიდ აბარბანელ
circeplatform.com/ka/aliza

4. “Sisypha”, ქორეოგრაფია: იორამ კარმი
circeplatform.com/ka/ssisypha

5. “Toafot”, ქორეოგრაფია: რუბი ედელმანი
circeplatform.com/ka/toafott

თარიღი: 13, 14 და 15 მაისი
დრო: 12:00 – 18:00

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. სასურველი თარიღისა და დროის დასაჯავშნად მიყევით ბმულს: https://calendly.com/circeplatform/vr-dance მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16

როგორც ურბანული კულტურის ცენტრი, MASH ეძღვნება ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაციას და პროფესიონალურ ცეკვაზე ხელმისაწვდომობას ისრაელში და მთელ მსოფლიოში. MASH სპეციალიზირებულია მოწინავე პლატფორმებისა და ინფრასტრუქტურების ტექნოლოგიური დეველოპმენტი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მისიის განვითარებას.

პანდემიის მწვერვალზე, მივმართეთ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას, რათა დაგვხმარებოდა ჩვენი მისიის შესრულებაში. ჩავუღრმავდით ვირტუალური რეალობის ცეკვის სამყაროს და მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოგიდგენთ 360° ტექნოლოგიით გადაღებულ ისრაელის საცეკვაო პერფორმანსების არჩევანს VR headset-ის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ინტერაქციულ შესრულებას-ნახვის გამოცდილებას. მოცემულ VR სამყაროში მაყურებელი დგას სცენის ცენტრში შემსრულებლებით, ხმითა და განათებით გარშემორტყმული, სრულიად ცეკვაში ჩაძირული.

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
პროექტის პარტნიორია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.