fbpx

გააგრძელე ამბავი – “კავეულის” პირველი კამპანია


გააზიარე სტატია

კავეული არის ქართული ბრენდი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ბრენდის კონცეფცია ეფუძნება ძველი მოგონებებისა და მოდერნისტული ელემენტების სინთეზს. ბრენდის დებიუტი შედგა ძვირფასი ლითონის ხელნაკეთი სამკაულის წარდგენით, რომელიც კარგად ნაცნობ, კლასიკურ ფორმებს თანამედროვე კონტურებთან და ელემენტებთან აერთიანებს. 

2020 წელს ბრენდის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი თავი დაიწყო. კავეულმა არტიზანული სუნამოს ხაზი და პირველი ქართული სუნამო წარადგინა. კავეულის სუნამოების შთაგონების წყარო ბუნებრივი არომატით გამოწვეული შეგრძნების  პარფიუმერიის სამყაროში გადატანაა. კავეულის არომატებში იგრძნობა ვნება ბუნებისადმი. ისინი ასახავენ ტყეების იდუმალ სილამაზეს, სურნელოვანი ხეების და მათი ნაყოფის მიმზიდველ მწარე სიტკბოს, რაც აჯადოებს გონებასა და სხეულს.

2022 წელს კავეულმა მეორე სუნამო „ვენერა“ გამოუშვა და ამასთან ხელნაკეთი მბზინავი სპილენძისა და ვერცხლისგან დამზადებული ფუნქციური ნივთები წარადგინა.

“ნივთებს მეხსიერება აქვთ, ისინი ცოცხლობენ და აგროვებენ მოგონებებს, ნივთები ჩვენი წარსულის საცავები არიან. 

ისინი აირეკლავენ ჩვენს ღიმილებს, ცრემლებს, ღრუბლებს, მზეებს, ჩვენი სახლის თაროებს, ომებსა და მშვიდობებს.

მუდმივად გაგვახსენებენ ფერებს, სუნებს, გემოებს, სილუეტებს წარსულიდან, ინფორმაციას, რომელსაც გაუცნობიერებლად ვფლობთ და ვუზიარებთ ყველას და ყველაფერს, რასთანაც შეხება გვაქვს.

შემდეგ კი მოულოდნელად წავაწყდებით ჩვენს ანარეკლებს ქვებზე, წყლებზე, ადამიანებზე, სარკეებზე, მეტალის სახელურებსა და კოვზების ბოლოებზე.

ნივთები იქცევიან პორტალებად ჩვენსავე დავიწყებულ სამყაროებში.”

პროექტის ავტორი – JAM PROJECT

CAST
1. თინათინი
2. ჯია
3. ივანი
4. საფა
5. დეა
6. თამარა
7. ანა
8. ალექსანდრე
9. ალლა
10. თათია
11. თინათინ ჩ.
12. ვანო
13. ირინა
14. რუსა
15. ქეთი
16. თიკო
თმა – ვიქტორია გიგიაშვილი

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.