fbpx

ქართველი და გერმანელი მხატვრების ნამუშევრები დრეზდენში, ADAMIA GALLERY-ში გამოიფინა


გააზიარე სტატია



2022 წლის თებერვალში დაფუძნდა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის,  ალექსანდრე-ალეკო ადამიას (1962-2019) სახელობის დრეზდენის საერთაშორისო არტ რეზიდენცია, რომლის ფარგლებშიც ქართველმა და გერმანელმა მხატვრებმა იმუშავეს Linger-ის  სასახლეში და იქ შექმნილი ნამუშევრები 18 თებერვალს ADAMIA GALLERY-ში მარიამ შაქარაშვილის კურატორობით გამოიფინა (გამოფენა – FUTURUM III). ექსპოზიციიდან ექვს დღეში, 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში.  

მარიამ შაქარაშვილი: ომის დაწყებიდან  ზუსტად ორი თვის შემდეგ რატომღაც ჩამაფიქრა ჩვენმა დრეზდენულმა საუბრებმა – ხშირად ვამბობდით, რომ მხატვარი გამტარია და მას გარკვეულწილად ქვეცნობიერი ინტუიცია აქვს, და აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე ჩვენგანის მიერ გერმანიაში, რეზიდენციის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილი ძალიან ჰგავს დღევანდელ სცენებს უკრაინიდან, გამოსახულებები იმეორებენ იმ სიუჟეტებსა და შეგრძნებებს, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ფოტოსიუჟეტების სახით. 

ჩემთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა მისტიკური დამთხვევები ომამდე ორი თვით ადრე შექმნილ ნახატებსა და ომის დროს გამოქვეყნებულ ფოტოებს შორის, ნატალია ლაშხის შემთხვევაში კი შუალედი ერთი წელიც კია.

ვფიქრობ,  რომ ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი პარალელები ადასტურებს იმას, რომ მხატვარს აქვს ძალიან ძლიერი კავშირი სამყაროსთან, ზოგჯერ ჩვენ თვითონაც ვერ ვხსნით იმას, რასაც საკუთარი ხელებით ვქმნით. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ კოსმოსში გაგზავნილ სურვილებსა და ენერგიებს ომის დამარცხებაც შეუძლია.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.