fbpx

გორის ხელოვნების სახლში ელენე ღლონტის ფოტორეპორტაჟი „ომის სიჩუმე“ წარმოადგინეს


გააზიარე სტატია

 

9 მაისს, გორში, ხელოვნების სახლში, რიჩარტ ვიზუალმა ელენე ღლონტის ფოტორეპორტაჟი „ომის სიჩუმე“ წარმოადგინა. გამოფენა ქართველი ფოტოგრაფის, ელენე ღლონტის ფოტორეპორტაჟია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის სამ ცხელ წერტილს ასახავს – ბუჩა, ირპინი, გოსტომელი 2022 წლის 31 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში გადაღებული ომის ქრონიკაა, რომელიც ელენემ  უკრაინელი მეგობრის, ანა პოპრუგას, დახმარებით მოამზადა.

ბუჩას გათავისუფლებიდან 2 დღის შემდეგ კამერით აღბეჭდილი გარემო მნახველს ომის სიმძიმის, მდუმარებისა და ტკივილიანი რეალობის წინაშე აყენებს. ამავდროულად, ომის ქრონიკის დოკუმენტური გაცხადება ბუჩას გათავისუფლების ფონზე გამარჯვების იმედისმომცემი გამოძახილიც არის.

ელენე ღლონტის ქრონიკა სიმბოლურად და ასევე რეალისტურად, გორში, საქართველოს უახლესი წარსულის ისტორიულ ეპიცენტრში ამხელს უკრაინაში მიმდინარე ომის გაუთქმელ, გაუმართლებელ მასშტაბებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.