fbpx

ჩუბიკას ნამუშევრები პარიზში გამართულ გამოფენაზე წარმოადგინეს


გააზიარე სტატია

18 მაისს პარიზში გამოფენა –  Monsters გაიხსნა, რომელშიც თანამედროვე ხელოვნების არაერთ მნიშვნელოვან პერსონასთან ერთად, ქართველმა არტისტმა ჩუბიკამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენა  მე-17 საუკუნის ნაგებობაში მდებარე ცნობილი კონცეპტუალური მაღაზიის – l’Eclaireur-ის საგამოფენო სივრცეში გაიმართა. 

Monsters სულ 15 არტისტს აერთიანებს, მათ შორის არიან ტაკაში მურაკამი, რუან ჰოფმანი, ერიკ ჰოლი, ჯოვანი ლეონარდო ბასანი და სხვები. როგორც ექსპოზიციის ანოტაციაში  ვკითხულობთ, მულტიდისციპლინური გამოფენა ჩვენ ირგვლივ არსებული აბსტრაქტული მოვლენებისა და ისტორიული ფაქტების ერთგვარი  ფიზიკური მანიფესტაციაა. 

გამოფენის კურატორი ამინე ამჰარექია (AMINE AMHARECH) – წარმოშობით მაროკოელი, კრეატიული დირექტორი, არტ კურატორი და მულტიმედია არტისტი, რომელიც მსოფლიოს  არაერთ წამყვან სახელოვნებო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. აღნიშნულ გამოფენაში ჩუბიკას ჩართვა, კურატორის მხრიდან ქართული კულტურის, ხელოვნებისა და უშუალოდ არტისტის შემოქმედებისადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ განაპირობა. 

როგორც უკვე ვახსენეთ, Monsters 18 მაისს გაიხსნა  და ერთდღიანი გამოფენის სახით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გამოფენა დახურული ღონისძიების ფორმატით გაიმართა და მასზე დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.