fbpx

გაიცანით კოტე ჩიქობავა – Golden Tulip Design Tbilisi-ის რესტორნების ახალგაზრდა შეფი


გააზიარე სტატია

ახლა, როდესაც თბილისში მზიანი ამინდებია და ჩვენ ყოველდღიური რუტინის შესაცვლელად ვფიქრობთ, სად გავატაროთ თბილი საღამოები,  სად დავნიშნოთ საქმიანი შეხვედრები, ან თუნდაც,  რომელი ადგილი შევთავაზოთ ქალაქის სტუმრებს, თბილისის ისტორიულ უბანში, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის იდეალური ადგილის გახსნისთვის აქტიური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

ივნისში თბილისს საერთაშორისო ბრენდის დიზაინ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi შეემატება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სტუმარმასპინძლობის ჯგუფ Louvre Hotels Group-ს  წარმოადგენს. ისტორია, რომელიც მსოფლიოში 1962 წლიდან Golden Tulip-ის სახელით იწერება, საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება.

ქეთევან წამებულის გამზირზე, ძველი თბილისის გულში განთავსებული Golden Tulip Design Tbilisi სამი განსხვავებული კონცეფციის რესტორანს მოიაზრებს – TITA Restaurant, TITA TERRACE და Coffee & Co.

Coffee & Co სასტუმროს ლობიშია განთავსებული და მისი მსუბუქი მენიუ საუკეთესო ხარისხის ყავას, ჩაის და მათ კულტურასთან დაკავშირებულ კერძებს – დესერტებს და მსუბუქ წასახემსებლებს აერთიანებს.

TITA Restaurant საერთაშორისო და ქართული გემოების მიქსს გვთავაზობს, რომელიც ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც დილა საუზმით უნდა დაიწყოთ, შუადღეს საქმიანი ლანჩი გქონდეთ, საღამოს კი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად განიტვირთოთ და გემრიელად ივახშმოთ.

TITA TERRACE-ზე დაგეგმილი წვეულებები თვალწარმტაცი მზის ჩასვლის და ძველი თბილისის პანორამული ხედების ფონზე გართობის და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას მოგცემთ.

ტერასაზე თანამედროვე მიქსოლოგიის უახლესი მიღწევებით შთაგონებული საავტორო კოქტეილები და ქალაქში საუკეთესო გრილ მენიუ დაგხვდებათ, სადაც საფირმო სტეიკებსა და ბურგერებს მოამზადებენ.

სასტუმროში ბოლო დეტალები ზუსტდება, განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია შესული სამზარეულოს სამზადისი – მენიუზე მუშაობა უკვე დასრულებულია, ამჟამად კერძების ტესტირება, პარალელურად კი ფოტოგადაღება მიმდინარეობს. სამივე რესტორანს ერთი ახალგაზრდა შეფი ჰყავს, რომლისთვისაც ტიტა რესტორნების მენიუზე მუშაობა  გამოწვევასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც იყო.  ამიტომ გადავწყვიტეთ, ახლოს გაგაცნოთ  შეფი კოტე ჩიქობავა და მის მიერ შექმნილი  კერძები, რომელთა დაგემოვნებასაც სულ მალე შევძლებთ და დარწმუნებულები ვართ, თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის საყვარელი მენიუ გახდება.

 

კოტე, როდის და როგორ დაინტერესდით კულინარიით?

–   როგორ ბანალურადაც  უნდა ჟღერდეს, კულინარიით ბავშვობიდან დავინტერესდი. შემდეგ კი ეს ინტერესი პროფესიად იქცა. გარდა აკადემიური განათლებისა, ის, რაც პროფესიულად გაზრდაში დამეხმარა, იყო თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ასევე, პრაქტიკაში, უცხოელ შეფებთან მუშაობა.

 

რას ნიშნავს თქვენთვის კულინარია?

–   მზარეულობა ჩემთვის ცხოვრების წესი და საყვარელი საქმეა. შეფი ცხოვრების დიდ ნაწილს სამზარეულოში ატარებს, ამიტომ, თუ ძალიან არ გიყვარს შენი საქმე, ეს პროფესია სიამოვნების ნაცვლად დამღლელ რუტინად გექცევა. არ ვიცი სამზარეულოს გარეშე ვინ ვიქნებოდი. თითოეული კერძის შექმნა დიდ გამოწვევასთან ერთად ძალიან საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ, მოდუნების საშუალება არ მაქვს. ყოველდღე ახალ აღმოჩენას ვაკეთებ და რაღაც ახალს ვსწავლობ. ასე მოხდა ტიტას მენიუს შექმნის დროსაც.

 

რა იყო თქვენი ინსპირაცია მენიუზე მუშაობისას?

–  მენიუზე მუშაობისას სასტუმროს კონცეფცია ძალიან დამეხმარა. როცა შემოთავაზებას დავთანხმდი,  უკვე მქონდა გარკვეული მონახაზი. თუმცა, შემდეგ ადგილზე მოვედი, ვნახე განსხვავებული დიზაინი, ინტერიერი, ძველი თბილისის ხედები, რომელიც სასტუმროდან იშლება. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სასტუმროს სლოგანმა – Playtime, Anytime მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ბოლომდე წავყოლოდი ექსპერიმენტებს და შემექმნა ახალი კერძები განსხვავებული გემოთი, რაც დარწმუნებული ვარ გასტრონომიულ სიამოვნებას მიანიჭებს ჩვენს სტუმრებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არცერთი გემო არ ჰგავს აქამდე თქვენ  მიერ გასინჯულს.

ახლა, როდესაც მენიუზე მუშაობა დასრულებულია, რესტორანში ყველაზე საინტერესო პროცესი მიმდინარეობს: ზუსტდება, იცვლება და იხვეწება ბოლო შტრიხები. თუმცა, უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ ქალაქს და ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიას გამორჩეული, დახვეწილი და ორიგინალური სივრცე შეემატება, სადაც ისეთი კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი, რასაც სხვაგან ვერ შევძლებთ.

“ახლა სატესტო რეჟიმში ვართ, უკვე შექმნილ და დამტკიცებულ კერძებს ვხვეწთ, ვუმატებთ ან ვაკლებთ დეტალებს. ეს ყველაზე საინტერესო პროცესია, როცა შენს ხელში იქმნება გემოები. მიხარია, რომ ძალიან მალე მექნება შესაძლებლობა ნამდვილი გასტრონომიული თავგადასავალი შევთავაზო ჩვენს სტუმრებს. თითქმის ყველაფერი, რაც მენიუშია, უნიკალურია – არ შეგხვდებათ არსად სხვაგან, გამორჩეულია ინგრედიენტებით, სერვირებით და მომზადების ტექნოლოგიით.” 

რომელი კერძები უნდა დააგემოვნონ აუცილებლად თქვენი რესტორნების სტუმრებმა?

  ჩვენთან შეგიძლიათ გასინჯოთ სპაგეტი ხარჩოს სოუსით – მეგრული და იტალიური სამზარეულოს მიქსი; ქათმის კონფი, რომელიც 8 საათი მზადდება დაბალ ტემპერატურაზე, შედეგად კი ისეთი რბილი ხდება, რომ კოვზით შეგიძლიათ მიირთვათ. გირჩევთ, დააგემოვნოთ ტრადიციული ფრანგული დესერტი ბაბარომი – რომის სიროფში დამბალი ბისკვიტი კენკრის კრემით. ეს ძალიან გემრიელი და განსხვავებული დესერტია, რომელსაც თბილისში არ აკეთებენ. ისეთი ყოველდღიური კერძი, როგორიცაა ჭარხალი ტყემალში, აბსოლუტურად განსხვავებულ კერძად ჩამოყალიბდა და არ ჰგავს  აქამდე გასინჯულ არცერთ გემოს. ქათმის პაშტეტს ვამზადებთ განსაკუთრებული მეთოდით, ნამდვილი გემოების თამაშია. პაშტეტი ზავდება სხვადასხვა ბოსტნეულით, რაც ნაზ და ტკბილ არომატს აძლევს. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც მნიშვნელოვანია ვიზუალი – კერძებს სტუმრებს ჩვენთან გამომცხვარი ჭარხლის პურით და ჩვენ მიერვე დამზადებული მწვანე კარაქით სერვირებულს მიართმევენ“.

 

ტიტა რესტორნებში ყველასთვის უკვე საყვარელი და კარგად ნაცნობი კერძებიც კი განსხვავებული გემოთი და სერვირებით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, ამ მოდერნიზებაში მთავარი მაინც ისაა, რომ არ იცვლება კერძის ძირითადი მახასიათებლები, არამედ ვითარდება გემო, ვიზუალთან ერთად.

რესტორნისთვის ხარისხი უმთავრესია, ინგრედიენტების გემოვნური თვისებები კი სეზონებზეა დამოკიდებული. ამიტომ, მენიუ სეზონის მიხედვით შეიცვლება. უნდა მოასწროთ და ზაფხულში, რესტორნის გახსნისთანავე გასინჯოთ პავლოვა, რომელიც სეზონური კენკრით მზადდება. მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს ან ნაკლებად კალორიული დესერტის დაგემოვნება სურს, მენიუში საფირმო ჩიზქეიქთან ერთად კეტო ჩიზქეიქსაც აღმოაჩენს.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.