აზოვსტალის მცველი ფოტოგრაფის, დმიტრი კოზაცკის ფოტოები მარიუპოლის საბრძოლო ეპიცენტრიდან
აზოვსტალის მცველი ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი – Дмитро Козацький-Opect – ამჟამად ტყვეობაშია. „მადლობა აზოვსტალის თავშესაფარს – ჩემი სიკვდილის და ჩემი სიცოცხლის ადგილსო”, – დაწერა მან დატყვევებამდე.
დმიტრიმ ასევე მოასწრო თავისი ფოტოების სერვერზე ატვირთვა და მეგობრებს / გამომწერებს სთხოვა, გაავრცელონ ისინი, დაგზავნონ ჟურნალისტურ და ფოტოკონკურსებზე:
„ტყვეობიდან გათავისუფლებულს, თუ რამე ჯილდო დამხვდება, კარგი იქნება. შეხვედრამდე“ – წერს ტვიტერზე.
/Доречі, поки я буду в полоні, залишу вам фото в найкращій якості, відправляйте їх на всі журналістські премії і фотоконкурси, якщо щось виграю, після виходу буде дуже приємно. Дякую всім за підтримку. До зустрічі ❤️/ .
ეს ის ბიჭია, „აზოველების თვალები“ რომ უწოდეს მეტსახელად. ბატალიონის პრესსპიკერი.