fbpx

სამი ფერი: მწვანე წითელი ლურჯი – ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე


გააზიარე სტატია

სოხუმი, მცენარე აგავა / 1910-1915 / პ. ვინოგრადოვ-ნიკიტინის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

26 მაისს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში მისულ დამთვალერებელს საშუალება ექნება ნახოს გამოფენა – „სამი ფერი: მწვანე, წითელი, ლურჯი – ამიერკავკასია ინდუსტრიული რევოლუციიდან საბჭოთა ოკუპაციამდე” – ექსპოზიცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდსაც მოიცავს.
ამ გამოფენით თბილისის ფოტო ფესტივალი თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმთან ერთად ქართულ-ამერიკული ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გამოფენის ფარგლებში გაერთიანებული ფოტოები ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექციებში საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე დაცული მასალის ნაწილია, რომლის გამოფენაც თბილისის ფოტო ფესტივალსა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტოგრაფიის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
გამოფენა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის გარდა საქართველოს ეროვნული არქივის კოლექციებში დაცულ მასალებსაც აერთიანებს, რომელიც დიმიტრი ერმაკოვის კოლექციას მოიცავს.

მუღანის სარწყავი სისტემის არხის ხედი მდინარე არაქსზე / 1890-1900 / დ.ერმაკოვის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

ბიბი-ეიბათის ნავთობსარეწების ხედი / 1890-1900 / დ.ერმაკოვის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

ოჯახური პორტრეტი / 1890 – 1919 / მელიკიანის არქივი / კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექცია

მდინარე არპაჩაის და ალაგეზის მთების ხედი / 1890-1900 / დ. ერმაკოვის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

ეჩმიაძინის მონასტრის საერთო ხედი. მოჩანს არარატის მთა / 1890-1900 / დ. ერმაკოვის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

სოხუმი. ბულვარის ბოლოში / 1880-1900 / დ. ერმაკოვის კოლექცია / საქართველოს ეროვნული არქივი

ს.მ. პროკუდინ-გორსკი / ხედი ბათუმის სანაპიროზე / 1905 – 1915 / კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექცია

 ს.მ. პროკუდინ-გორსკი / ტფილისის ხედი ბოტანიკური ბაღის მთიდან / 1905 – 1915 / კონგრესის ბიბლიოთეკის კოლექცია

გამოფენის კურატორი: ნესტან ნიჟარაძე
სამუშაო საათები | ორშ-პარ 12.00-19.00 შაბათი-კვირა 14.00-20.00
გამოფენას 30 მაისამდე გრძელდება!
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო “სტამბა”, დ ბლოკი, მეორე სართული.
ამ ბმულზე არის დიდი ფოტო მასალა. ყველაფრის აღება შეიძლება ვიდეოს გარდა, რადგან ვიდეოზე არასწორი თარიღებია მითითებული.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.