fbpx

Daphnaconcept – ახალი ონლაინ გვერდი ვინტაჟური სამოსის მოყვარულთათვის


გააზიარე სტატია

 

Daphnaconcept შოპი ახალი ონლაინ გვერდია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინით ვინტაჟური ტანისამოსი. აღსანიშნავია რომ, გვერდზე ხშირად გადააწყდებით როგორც ქართველი დიზაინერების ტანისამოსსა და აქსესუარებს, ასევე, სხვადასხვა მაღალი მოდის სახლების ნამუშევრებს და რაც მთავარია ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. 

როგორც გვერდის დამფუძნებლები ამბობენ, დასაწყისშივე მათი მიზანი იყო საქართველოში მოდის ბრუნვადი მომავლის იდეოლოგიის გაზიარება და ხელშეწყობა. მათი ინტერესები ყოველთვის მოდასთან იკვეთებოდა და გვერდის შექმნის იდეაც საერთო ინტერესებმა განაპირობა. პირველივე დღიდან მიზნად დაისახეს, ამ საქმიანობით სხვებისთვისაც მოეტანათ სარგებელი. ასე დაიწყო კამპანია – BUY  TO GIVE. 

კამპანიის „შეიძინე  გაეცის“ ფარგლებში, რამდენიმე თვეა გვერდი თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ დიზაინერთან, მათ შორისაა თამუნა ინგოროყვა, გიორგი ქებურია, ლადო ბოკუჩავა, ვასკა, Idee fix, ლაკო ბუკია . კამპანიაში საკუთარი ინიციატივით არაერთი ინფლუენსერი, რომლებით უსასყიდლოდ უთმობენ DAPHNACONCEPT შოპს პირად ნივთებს, გაყიდული ნივთიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას ხმარდება. 

კამპანიის ფარგლებში თანხა არაერთი ონკოლოგიური საჭიროების მქონე ბავშვთან გადაირიცხა. 

ბოლო სამი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საკმაოდ ახლოს არის DAPHNACONCEPT-თანაც და რა თქმა უნდა, მათთვის შეუძლებელი იყო ომისთვის გვერდის ავლა. ამიტომ, მიმდინარედ შემოსული თანხები სრულად ირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. 

რაც მთავარია, გვერდი ღიაა ნებისმიერ მსურველთან თანამშრომლობისთვის. კამპანიაში ჩართვა კი ძალიან მარტივია, შეგიძლიათ გვერდს მისწეროთ ინსტაგრამ ფეიჯზე, გაუგზავნოთ ისეთი ნივთის ფოტო რომლის გაყიდვაც გსურთ და გაყიდული ნივთისგან შემოსული თანხა კი დაეხმარებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.