fbpx

‘Seven Sentences on Time’ – ჯგუფური გამოფენა  რია ქებურიას რეზიდენციაში


გააზიარე სტატია

 

The Why Not Gallery და Ria Keburia Residency წარმოგიდგენთ ჯგუფური გამოფენას –  ‘Seven Sentences on Time’.

სახელოვნებო რეზიდენციის შემაჯამაბელ გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები მარიამ აქუბარდია, რუსკა ბადრიაშვილი, ანა კეზელი, სანდრო სულაბერიძე, ანა ჩადუნელი, თიკო ხარხელაური და გვანცა ჯიშკარიანი.

თითოეული მათგანი, აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებს, მუშაობს და შესაბამისად სრულიად განსხვავებული შემოქმედებითი პროცესი გაიარა კახეთში ყოფნის დროს.

ზოგისთვის მთავარი ინსპირაციის წყარო უკაცრიელი, ნახევრად დათოვლილი მშვიდი პეიზაჟები იყო, მარადიულობის, დროისა და უდროობის რადიკალურად განსხვავებული აღქმა.

ზოგისთვის კი რეზიდენციის ჰარმონიული გარემო ერთგვარი ტრიგერი აღმოჩნდა, ბიძგი და გამოწვევა ჩაღრმავებოდნენ და ეფიქრათ ომზე დღეს, საკუთარ ომზე, მეხსიერებაში დალექილ ომზე, გადმოცემით ნასწავლ ომზე და იმაზე, თუ რა შემორჩება ამ გამოცდილებიდან ისტორიას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.