fbpx

მიშა შენგელიას აქტუალური ფერწერა – გამოფენა LICHT GALLERY-ში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

თბილისში ახალი გალერეა  – LICHT GALLERY გაიხსნა. ზოგადად სახელოვნებო სცენისთვის და მით უმეტეს ისეთი არამასშტაბურისთვის, როგორიც ადგილობრივია, ყოველთვის მნიშვნელოვანია ახალი გალერეის, ახალი პლატფორმის თუ საგამოფენო სივრცის გამოჩენა და მისი მიმართულება: Contemporary თუ ტრადიციული, კომერციული თუ ექსპერიმენტული, დასავლურ სახელოვნებო სცენაზე თუ რუსულ ბაზარზე ორიექნტირებული და სხვა.

ახალი გალერეის მეპატრონეები ისრაელის მოქალაქეები, კოლექციონერები – რიტა და დანიელ ლიხტები არიან. სოლოლაკში, მათ საცხოვრებელ სახლში მდებარე გალერეა, პარალელურად სარეზიდენციო სივრცესაც მოშეიცავს.  

“LICHT GALLERY მიშა შენგელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი გამოფენით იხსნება, რაც იმის ნიშანია, რომ გალერეა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანამედროვე ფერწერასა და პოლიტიკურ სატირაზე აკეთებს აქცენტს. გამოფენის კურატორი ქართველი მხატვრების მეგობარი, თბილისსა და სანქკტ-პეტერბურგში მოღვაწე მხატვარი – ალექსანდრე ფლორენსკია. 

90-იაენელთა ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის  ნამუშევრები, რომელებიც დრო და დრო იფინებოდა ვაშინგტონში, პარიზში, ლონდონსა თუ გლაზგოში, დღეს ბევრ კერძო კოლექციაშია დაცული. მისი ცნობილი Royal mail-ის „პოსტკარდების“ სერია მახვილგონივრული რეპლიკებით მსოფლიო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, პოსტ-საბჭოთა თუ დასავლურ საზოგადოებაზე, რუსულ ნავთობსა და გაზზე დღეს კიდევ უფრო აქტუალური და ცოცხალია.

მისი მცირე ზომის ზეთში შესრულებული ტილოები ბრიტანეთის სამეფო ფოსტის აბრევიატურითა თუ ბრეიგელისა და უორჰოლის კემპბელის ქილების რეინტერპრეტაციით, ერთი დიდი კომიქსების წიგნია თანამედროვე მსოფლიოზე და ახალ ამბებზე. 

LICHT GALLERY-ის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი კერძო კოლექციიდანაა. მიშა შენგელია თავისი ფერწერით დღეს კიდევ უფრო მეტად   აქტუალურ პოლიტიკურ-კულტურულ მესიჯებს გვიგზავნის და ახალ საგამოფენო სივრცეში გვეპატიჟება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.