fbpx

LC Queisser ბაზელის სახელოვნებო ბაზრობაზე საქველმოქმედო პროექტს – Oberih-ს წარადგენს


გააზიარე სტატია



გალერეა LC Queisser სახელოვნებო ბაზრობაზე,  LISTE-ზე, რომელიც 2022 წლის ივნისში გაიმართება ბაზელში (შვეიცარია), მხატვრებთან – ელენე ჩანტლაძესა და სიტარა აბუზარ ღაზნავთან ერთად წარადგენს საქველმოქმედო პროექტს, რომელიც კიევში დაფუძნებულ კოლექტივთან, Understructures-თან თანამშრომლობით განხორციელდა. 

პუბლიკაცია სახელწოდებით Oberih (უკრაინულად საგანი, რომელიც გიცავს) აერთიანებს ისტორიებს ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნივთების შესახებ, რომლებიც გვანუგეშებენ და გვიცავენ ნებისმიერი გარემოების მიუხედავად. ისტორიები 2022 წლის აპრილსა და მაისში   პროექტის ავტორებს მეგობრებმა მოკლე ტექსტების, გამოსახულებების, ხმოვანი შეტყობინებების და ონლაინ პოსტების სახით გაუზიარეს. 

როგორც უკრაინის მოქალაქეების დიდი ნაწილი, წიგნის ავტორებიც მუდმივი მიმოსვლის,   მუშაობის, საქველმოქმედო საქმიანობის პროცესში არიან და პირდაპირ ეჯახებიან ომის შედეგებს. 

წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხის 90% გადაირიცხება მოხალისე და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინაში.  ესენია: ateliernormalno, Ukraine Helping Medical Collection, Hospitaliers, IT-Troups, Women Veteran Movement.

 

პროექტი განხორციელდა გალერეა LC Queisser-ის, the Eckenstein-Geigy Foundation-ის, Stiftung zur Förderung Aktueller Kunst-ის და Liste Art Fair Basel-ის პირველადი მხარდაჭერით. 

 

ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს: Oberih

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.