fbpx

მეამა ქოლექთის ზაფხული ყავის და ჩაის ახალი კოქტეილებით დაიწყო


გააზიარე სტატია

ჯერ კიდევ შარშან ამ დროს, პირველად გატყობინებდით, რომ მეამა ქოლექთმა უკვე მთელი საქართველო მოიცვა და ზღვისკენ მიმავალი ქალაქები ახალი სიმღერებითა და ყავის ფერად-ფერადი კოქტეილებით აავსო. გავიდა წელიწადზე მეტი და მეამა ქოლექთმა ისევ გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის შეექმნა სასმელები, რომლებიც ზაფხულის ჭრელ დღეებს კიდევ უფრო გააფერადებდა.

მეამას ყავის-ექსპერტებმა, რომლებიც ახალ-ახალ გემოებს ხშირად ქმნიან, ამჯერად, კიდევ უფრო ეგზოტიკური გზა აირჩიეს და არომატული კოქტეილების შესაქმნელად ისეთი ინგრედიენტები გამოიყენეს, როგორებიცაა ასაი და სპირულინა.

ასაის ლატე, რომელიც უკვე მეამა ქოლექთის ყველა ობიექტში დაგხვდებათ, – ჯანსაღი და არომატული ცივი სასმელია. ასაი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ცილებით, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გონების აქტიურ მუშაობას. ამ ეგზოტიკურ ხილს განწყობის გაუმჯობესება და ენერგიის აღდგენაც შეუძლია, ეს კი მის გამორჩეულ გემოს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ლატეს არომატს ამდიდრებს კოქტეილის სხვა ინგრედიენტებიც: მარწყვის სიროფი, კენკრის ჩაის ნაყენი და რძე. ჯანსაღი, გამაგრილებელი და ორგანული ინგრედიენტებით მომზადებული ცივი სასმელი რომ მოგინდებათ, იცოდეთ – მეამა ქოლექთიდან ასაის ლატე შეგიძლიათ გაიყოლოთ. თუ მეამა ქოლექთის მენიუს გადაათვალიერებთ, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ სპირულინას სმუზიც.  სპირულინა წყალმცენარეა, რომელსაც ადრე, სამხრეთ ამერიკული ტომები ჯანმრთელობის ერთ-ერთ ფორმულად მიიჩნევდნენ. როგორც მეამა ქოლექთის ხელმძღვანელი, გიორგი ედიბერიძე ამბობს, მათი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, რომ ყავის მოყვარულებისთვის – ლამაზ ვიზუალსა და დაუვიწყარ გემოსთან ერთად – სასარგებლო თვისებებით მდიდარი სასმელიც შეეთავაზებინათ.  აღსანიშნავია ისიც, რომ მეამა ქოლექთის ყველა კოქტეილს აქვს ვეგანური ალტერნატივა.

გიორგი ედიბერიძე: „მეამა ქოლექთის სტრატეგიიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ინგრედიენტების ბუნებრივი თვისებები მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა და მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა სასმელი, რომელსაც მთელი რიგი სასარგებლო თვისებები ექნებოდა. სწორედ აქედან გაჩნდა „ასაის ლატე“ – კოქტეილი, რომელიც სავსეა ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით – და სპირულინა, რომელზეც, სხვათა შორის, მანამდეც დიდი მოთხოვნა იყო… ჩვენ კი მომხმარებლების თხოვნებს ყოველთვის ვითვალისწინებთ. შესაბამისად, სპირულინას სმუზი უკვე მეამა ქოლექთის მენიუშია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

მეამა ქოლექთის მენიუში  გაიზარდა ალკოჰოლის ბაზაზე მომზადებული კოქტეილების რაოდენობაც. მაგალითად, ესპრესო მარტინის, კენკრის შუშხუნას ან ცივი ჩაის მინთის გასინჯვისას, აუცილებლად იგრძნობთ განსაკუთრებული საზაფხულო ემოციებით დამუხტვას. გიორგის თქმით, ამ პროდუქტების შექმნა საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რომელიც, ისევ და ისევ, მომხმარებლების სურვილმა განაპირობა…

გიორგი ედიბერიძე: ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის ელის სიახლეებს, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო გამოწვევაა. ახალ სასმელებზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ მეამას ყავისა და ჩაის არომატებს ძალიან უხდებოდა ალკოჰოლური დანამატები, ამიტომ, გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ალკოჰოლური კოქტეილების ჩვენებური ფორმულა – ესპრესოს, კარკადეს, მწვანე ჩაის და ციტრუსის კომბინაციებით. მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კენკრის შუშხუნა, რომელიც დამზადებულია კარკადეს ჩაის უგემრიელესი ექსტრაქტითა და ცოცხალი კენკრით…

რთულია ეიფორიით არ აივსო კარკადეს კენკრით მომზადებულ ცივი ჩაის დაგემოვნებისას, რომელსაც გაყინული კენკრა და გრენადინის სიროფი ემატება. ბროწეულის ნოტებით გამდიდრებული ჩაის კოქტეილი აუცილებლად გახდება თქვენი საზაფხულო თავგადასავალის განუყოფელი ნაწილი.

ახალი კოქტეილების მენიუ ამით არ ამოწურულა. მეამა ქოლექთის მრავალფეროვან რეცეპტებში უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა კარამელ მაკიატომ, მარწყვის ცივმა და ცხელმა ლატემ. და, რაღა თქმა უნდა, ყველა ის ძველი გემო, რომელიც უკვე ერთი ყლუპით შევიყვარეთ, ისევ გველოდება მეამა ქოლექთის მენიუში.

გირჩევთ, ამ სტატიის წაკითხვისთანავე, გეზი მეამა ქოლექთისკენ აიღოთ, წაკითხული თავად დააგემოვნოთ და კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ, როგორია სიყვარული ერთი ყლუპით…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.