fbpx

ქარავანი უკრაინისთვის! – ორბელიანზე


გააზიარე სტატია

ურბანული პროექტი „ქარავანი ორბელიანზე“ ზაფხულის სეზონს ხსნის.

უკვე მე-4 წელია, მრავალფუნქციურ ღია სივრცეებს თბილისის ცენტრში – ორბელიანის მოედანზე, ქარავანი აერთიანებს.

11-12 ივნისს, 13:00 საათიდან, ქარავანზე ისევე როგორც წინა წლებში, დაგხვდებათ ყველაზე გემრიელი ფუდმარკეტი; ყველაზე მრავალფეროვანი მეწარმეები; ყველაზე სახალისო და შემეცნებითი საბავშვო ზონა; ქართველი მუსიკალური არტისტები და ამ უიქენდის, და არა მხოლოდ ამ უიქენდის, მთავარი გმირები – უკრაინელები, რომლებიც საკუთარი შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვას წარმოგვიდგენენ; ასევე, ქარავანი, ფსიქოთერაპიის ცენტრ – „კამარასთან“ ერთად, უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის არტ თერაპიის ვორკშოპებს ჩაატარებს;

ქარავანი 4 Ukraine – ეს არის ქარავანის მთავარი მესიჯი სტარტის აღებისას.

პროექტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი არსი დასაწყისიდანვე ახალგაზრდა მეწარმეების და სტარტაპერების ხელშეწყობა იყო – ახლაც, მათთვის, ვისთვისაც მხარდაჭერა და ხელშეწყობა ყველაზე მთავარია უცხო ქვეყანაში – უკრაინელებისთვის ქმნის ადგილს, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას.

კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო აქტივობა გელოდებათ ქარავანზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უცვლელ ადგილას გელოდებათ!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.