fbpx

ლოპოტა სპა რეზორტზე  საქართველოში პირველი საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი  „Bird of Paradise“  გაიმართა


გააზიარე სტატია

 

20-31 მაისს ლოპოტა სპა რეზორტის და კრეატიული კერამიკული სტუდიის  „White Studio-ს“ ორგანიზებით  საქართველოში პირველი საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი `„Bird of Paradise“ ჩატარდა.

12 დღის განმავლობაში ქართველმა და უცხოელმა საუკეთესო არტისტებმა განსხვავებული და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თვალი ედევნებინათ ამ საინტერესო პროცესისთვის. 

 სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო: 9 მხატვარმა:

  •       ჯენი მენდესი (აშშ)
  •       მაგედ ზაკი ჰასანი (ეგვიპტე)
  •       ტინა კალუსტე (ესტონეთი)
  •       ოჯუნა ბატბაჯარა (ლატვია)
  •       ოთარ ვეფხვაძე (საქართველო)
  •       ლალი ქუთათელაძე (საქართველო)
  •       მალხაზ შველიძე (საქართველო)
  •       ნატო ერისთავი (საქართველო)
  •       გიორგი კირვალიძე (საქართველო)

ქანდაკებებმა ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე საკუთარი ავთენტური ადგილი დაიკავა.

რეზორტზე კერამიკული ქანდაკებების შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაჩნდა, ეს ლოპოტა სპა რეზორტის  დამფუძნებლის – გოგა მაისურაძის დიდი სურვილი იყო და პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება.

სიმპოზიუმი  ყოველწლიურ ფორმას  მიიღებს.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.