fbpx

ფერ-წერა III – ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში


გააზიარე სტატია

 

17 ივნისს, 18 საათზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-T) ჯგუფური გამოფენა – ფერ-წერა III გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: სალომე ბოჭორიშვილი, ფრედერიკ სტეენბერგენი, გიორგი გელაძე, სოფო კობიძე, გუსტავ სამრელიუს.

ფერწერის დასასრულისშესახებ მოდერნისტულად ამბიციურ განცხადებებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებიდან აბსტრაქტულმა და ექსპრესიონისტულმა მძაფრმა არტისტულმა რეაქციებმა გასცა სათანადო პასუხი. თანაც ისე,  რომ ეს პასუხები, ხელოვნების გარდაუვალი კომერციალიზაციის ფონზეც კი, უდავოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა

ყველასთვისცხადიშეიქნა, რომ ტილოზე ფუნჯის მონასმით თუ საღებავის შესხურებით დატოვებული კვალი უბრალო პოზა და მანერულობა კი არ იყო, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და მისი გარემომცველი უსასრულო სამყაროს სრულიად ახლებურად დანახვის თამამი იმპროვიზაცია

ფერწერის მასშტაბებისა და პერსპექტივის არნახულად გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე (სხვა ფაქტორებთან ერთად) ფუნდამენტური მნიშვნელობა შეიძინა ადგილის სპეციფიკამგარკვეული პორტალების მონიშვნისა და შესწავლის ტენდენციამ. ასეთი ადგილებიდან უსასრულო სამყაროზე გასვლის შესაძლებლობა, ამავე დროს, ყველაფრის ერთ მთლიანობად გაერთიანების მცდელობაც იყო

გამოფენაფერ-წერა IIIთბილისისსახელოვნებო პორტალისპერსპექტივას სწორედ ამ უძველესი მულტიკულტურული ქალაქის ისტორიული, სატრანზიტო თუ ყოფითი ელემენტების ჭრილში განიხილავს და სხვადასხვა ქვეყნის ხუთი მხატვრის შემოქმედების რეპრეზენტაციით არსებული მოცემულობისფერწერული დიალოგითგადააზრებას გვთავაზობს

ფერწერულ გამოფენაზე, როგორც მედიუმზე აქცენტირებამიზანმიმართული მცდელობაა იმისათვის, რომ ნაჩვენები იქნას ხუთი მხატვრის უკომპრომისო მოქმედება ისეთ მოცემულობაში, სადაც თითქოს ყველაფერი უკვეგარკვეულიადასიახლესმხოლოდ პირობითი მნიშვნელობა შეიძლებაქონდეს. შესაბამისად, გამოფენაზე წარმოდგენილი მხატვრების შემოქმედება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომფერწერის დასასრულზესაუბარი ისეთივე შეუძლებელია, როგორც იმმიჯნისპოვნა, რომლისიქეთშეიძლება დასრულდეს სამყარო


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.