fbpx

მიშლენის ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი, იტალიელი შეფმზარეული მატეო სივერო მასტერკლასებს მართავს


გააზიარე სტატია

დღევანდელ რეალობაში ფეისბუქ-ჯგუფების გავლენა და შესაძლებლობები გაიზარდა და სოცქსელი უბრალოდ ინფორმაციის ციფრულად გაცვლის ადგილი აღარაა. ფეისბუქ-ჯგუფებიდან იბადება სხვადასხვა ბიზნეს-იდეა, წამოწყება, ინიციატივა და ბევრი საინტერესო და სასარგებლო საქმიანობა გადადის ციფრულიდან რეალურ სამყაროში.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია პანდემიის დროს შექმნილი, უკვე ძალიან პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი ჯგუფი Home Cooking Adventure, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლები აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რეცეპტებს და სხვადასხვა კერძის მომზადების ხრიკებს. 

სწორედ ციფრულიდან რეალურ სივრცეში გადმოტანილ იდეებზე უნდა მოგიყვეთ დღეს. Home Cooking Adventures-ის და SOLO-ს კოლაბორაციის ფარგლებში, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფმზარეული მატეო სივერო ესტუმრება საქართველოს და რამდენიმე მასტერკლასს გამართავს. 

თუ ფეისბუქ-ჯგუფში მოყვარული კულინარები უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, რეალურ ცხოვრებაში იტალიელი შეფის გაცნობის და მისი საქმიანობის, მუშაობის სტილის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვექნება.

მატეომ სულ რაღაც 19 წლის ასაკში მიიღო  პრესტიჟული ჯილდო კულინარიაში – მიშლენის ვარსკვლავი და ამით გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფი, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა, ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, მატეოს მასტერკლასებზე დასწრება არა მხოლოდ იტალიური სამზარეულოს, არამედ ზოგადად კულინარიის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება.

მასტერკლასების სერიის პირველი შეხვედრა 23 ივნისს თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში შედგება. ამ მასტერკლასზე შეფი მატეო სივერო იტალიურ სეტს – აპეტაიზერს, ძირითად კერძს და დესერტს მოამზადებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ შეფის მუშაობის პროცესს, დაუსვან კითხვები და გაიზიარონ მისი გამოცდილება. 

კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ მასტერკლასზე ვისმინოს ღვინის, მალონგოს ყავის და ლეფეს ლუდის დეგუსტაციას და გალბანის სნექების დაგემოვნებას შეძლებთ. საღამოს კი ერთი, განსაკუთრებით იღბლიანი ადამიანი გამოვლინდება – კაპიტან პლუსი მილანის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთს გაათამაშებს. 

გაითვალისწინეთ, მასტერკლასზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და სულ 80 ადამიანზეა გათვლილი, ამიტომ იჩქარეთ და ბილეთები შეიძინეთ აქ. SOLO-ს კლიენტებისთვის ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული ფასია – ბილეთების შეძენას კი ამ ბმულზე შეძლებთ.

იტალიური კულინარიის ქართული თავგადასავალი Miele-ს შოურუმში გაგრძელდება – 24 ივნისს მხოლოდ სოლოს 12 კლიენტს მიეცემა მატეო სივეროს მასტერკლასზე დასწრების და მასთან უშუალო ურთიერთობის  უნიკალური შესაძლებლობა. 

Miele Georgia-ში იტალიელი შეფი 12 იღბლიან მონაწილეს ასწავლის და შემდეგ მათთან ერთად მოამზადებს უგემრიელეს იტალიურ კერძებს. 

მასტერკლასის პროცესს ისიც გაამარტივებს, რომ შეფთან კომუნიკაცია თარჯიმნის დახმარებით მოხდება. შეხვედრის ბოლოს სამახსოვრო ფოტოების გადაღება იქნება შესაძლებელი. 24 ივნისის მასტერკლასზე ბილეთების შეძენა აქ შეგიძლიათ მხოლოდ SOLO-ს კლიენტებს.

Home Cooking Adventure-ის და SOLO-ს კოლაბორაციით დაგეგმილი მასტერკლასების კვირეული 25 და 26 ივნისს ვაზისუბნის მამულში დასრულდება, სადაც სტუმრები მატეოს მიერ მომზადებულ ვახშამს დააგემოვნებენ, საღამოს კი აფთერ ფართის დაესწრებიან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.