fbpx

MOST INSTAGRAMMABLE ნივთები Kitchen & Living-ისგან


გააზიარე სტატია

თუ ადამიანი სულ ოდნავ მაინც დაინტერესებული და გატაცებულია ინტერიერის დიზაინით და დეკორით მას ინსტაგრამზე თუ პინტერესტზე აუცილებლად სჭრის თვალს ისეთი სივრცის და ინტერიერის დანახვა, სადაც საინტერესო დიზაინ ობიექტები მოჩანს და ფოტოზე აღბეჭდილი სივრცეც სწორედ ასეთი ობიექტებისგან ხდება განსაკუთრებული.

Most instagrammable – ეს გამოთქმა უკვე რამდენიმე წელია დამკვიდრდა და ნიშნავს ყველაზე ხშირად დაპოსტილს. გთავაზობთ ისეთი ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად იპოსტება სოციალურ ქსელში დიზაინით და დეკორით გატაცებული ადამიანების მიერ. ყველა ნივთი ხელმისაწვდომია შოურუმში – Kitchen & Living by Gastronome.

Black +Blum  – ეკო მეგობრულ ლანჩის ყუთებს, წყლის ბოთლებს და თერმოსებს აწარმოებს. მათთან თანამშრომლობით ასევე ლანჩის ჭურჭელს ქმნიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Prada  და Maison Kitsune.

ფუნქციონალური, ინოვაციური და მდგრადი ნივთები, რომელთა დიზაინი უნიკალურია და გამძლეობა სამუდამო.

ვერნერ შტოფის მიერ 1960 წელს შექმნილ შანდლის საკულტო და ელეგანტურ დიზაინს ახლა დანიური STOFF Copenhagen  აწარმოებს.

შანდალი არაერთ ძალიან საინტერესო ინტერიერში გვხვდება, არა როგორც სანთლების დამჭერი, არამედ როგორც სკულპტურა.

Anisa Kermiche პარიზში ქმნის იმ განსაკუთრებული დიზაინის ვაზებს, რომელიც საუკეთესო კონცეპტუალური მაღაზიების და დეკორსა და ინტერიერში გამორჩეული ობიექტების ქონაზე ორიენტიებული მომხმარებელის ფავორიტია.  კერამიკული ვაზები, რომლებიც ასახავს ქალის ფორმას და ორმაგად აბსტრაქტულია. როგორც ქანდაკება ბესთსელერია და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

Georg Jensen-ის დოქი – აბსოლუტური სკანდინავიური სტილი, მეოცე საუკუნის შუაში მოღვაწე, გამოჩენილი ჰენინგ კოპელის მიერ შექმნილი დიზაინი. სერვირების და მაგიდის დეკორის მოყვარულთათვის ნამდვილი ოცნების ობიექტია.

Wästberg’s Alma – კედლის სანათი მომხიბვლელია თავისი სკულპტურული ფორმით და რბილი კონტრასტებით შუქსა და ჩრდილს შორის. ტალღოვანი ზედაპირი ქმნის სინათლისა და ჩრდილის თამაშს დღისითაც კი. ალმა გაცილებით მეტია, ვიდრე კედლის ნათურა. ეს არის ხელოვნების ნიმუში, რომელსაც  იჭერს თვალი მაშინაც კი, როცა სინათლე გამორთულია.

2016 წელს წარმოდგენილი Frama-ს აფთიაქის კოლექცია შთაგონებული იყო St. Pauls Apotek-ის მიერ – ისტორიული, ხით მოპირკეთებული აფთიაქით ცენტრალურ კოპენჰაგენში, რომელიც  1878 წელს შეიქმნა.

Frama Apothecary ხელის თხევადი საპონი არის რბილი, სურნელოვანი, გამწმენდი გელი, რომელიც შეიცავს მკვებავი ზეთებისა და მინერალებით მდიდარი ექსტრაქტების ნაზავს და ატენიანებს და ასუფთავებს კანს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.