fbpx

აღმოაჩნეთ SOLO შესაძლებლობები პარტნიორ კომპანიებთან ერთად ივნისის თვეში


გააზიარე სტატია

ზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრი საჭიროება და სურვილი იჩენს თავს – ვარჯიში, სახლის განახლება, თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურა, დასვენება თუ ახალი ჰობის აღმოჩენა.

სწორედ ამიტომ, SOLO განსაკუთრებულ შეთავაზებებს და სპეციალურ პირობებს გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებაზე, რომელთა აღმოჩენაც პარტნიორ ობიექტებთან  მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

მაშ ასე, აღმოაჩინეთ ივნისის თვის SOLO შესაძლებლობები და ექსკლუზიური შეთავაზებები ჩვენს სტატიაში.

 

მეამა

ყავის სიყვარულს სეზონი არ განსაზღვრავს, ამიტომ განსაკუთრებული შეთავაზებები მეამას ნაკრებებზე ყოველთვის საუკეთესო შესაძლებლობაა არომატული ყოველდღიურობის მოსაწყობად. SOLO მომხმარებლები მეამას ნაკრებების განსაკუთრებულ ფასად შეძენას შეძლებთ.

 

Plant Lovers Tbilisi

Plant Lovers Tbilisi ინტერიერის მცენარეების შოურუმი და კაფეა. მცენარეებისა და ესთეტიკის მოყვარულთათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე გმორჩეული სივრცეა, სადაც ნებისმიერ დროს გაგიმასპინძლდებიან გამორჩეული ყავითა თუ ღვინით.

Plant Lovers Tbilisi ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს 10%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ სრულ პროდუქციაზე, მათ შორის, ტროპიკულ მცენარეებზე, ხელნაკეთ ქოთნებზე, კალათებზე… გარდა მცენარეების და მათი აქსესუარებისა, ფასდაკლება ასევე ვრცელდება სხვადასხვა სერვისზე, იქნება ეს ინტერიერის მწვანე დიზაინი, ზოგადი რეკომენდაციები მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით, კორპორაციული შეკვეთები თუ მავნებლების დამუშავებისა და  სასუქების კონტროლის კალენდრის შექმნა. ასევე, SOLO-ს ბარათით შეძლებთ 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ კაფეს ტერიტორიაზე, სადაც ქალაქში გამორჩეული ღვინის, ყავის, ნამცხვრების, ვეგეტარიანული საუზმისა და ბრანჩის დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

 

შატო ართვაინი

სანამ ზაფხული სრულად შესულა ძალაში და შვებულებით ბოლომდე დატკბობის საშუალება მოგვეცემა, უქმეებზე კახეთში გაქცევა ამოსუნთქვის და ახალი ემოციებით დამუხტვის იდეალური შესაძლებლობაა.  ამიტომ, შატო ართვაინს გირჩევთ, რომლის სპეციალური შეთავაზებები სწორედ SOLO მომხმარებლებისთვის შეიქმნა და გულისხმობს 15%-იან ფასდაკლებას ნებისმიერი კატეგორიის ნომერზე და 15%-იან ფასდაკლებას ღვინის დეგუსტაციაზე. შეთავაზებაში შედის ნომერში განთავსება საუზმით და აუზისა თუ საუნის ულიმიტოდ გამოყენება.

 

ევოსპეისი

თუ ზაფხულში საცხოვრებლის გადახალისება გადაწყვიტეთ გახსოვდეთ, რომ ეს საქმე მხოლოდ მაღალკვალიფიციურ კომპანიას უნდა ანდოთ. სწორედ ამიტომ, SOLO თავის მომხმარებელს კომპანია ევოსპეისთან თანამშრომლობით არქიტექტურის, დიზაინის, მშენებლობისა და რემონტის სერვისების სპეციალურ პირობებს სთავაზობს. 

უფრო ზუსტად კი, SOLO-ს მომხმარებლები არქიტექტურულ მომსახურებასა და ინტერიერის დიზაინზე 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებით, Premium მშენებლობისა და სარემონტო სერვისებზე კი 6%-დან 10%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ.  კომპლექსური დაკვეთის შემთვევაში კი დამატებით 10%-დან 14%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ 4-ვე მიმართულებით.

 

Gastronome X Wolt

ვოლტის მეშვეობით Gastronome-იდან პრემიალური პროდუქტების და დელიკატესების შეკვეთასას გახსოვდეთ, რომ ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლები შეძლებთ 150 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში დახარჯული თანხის 10% დაიბრუნოთ Wolt-ის ანგარიშზე.

 

Les Roches

თუ თქვენი ინტერესი სასტუმროს მენეჯმენტს უკავშირდება და თან SOLO მომხმარებელი ხართ, მაშინ ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტ Les Roches-ს  სპეციალური შეთავაზება აქვს თქვენთვის. 

Les Roches-ს უნივერსიტეტი, რომელიც სასტუმროს მენეჯმენტის სფეროს საუკეთესო სამეულში შედის, NECHE აკრედიტაციით სარგებლობს და თავს უყრის ტურიზმის სექტორში წარმატებულ პროფესიონალებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 94% მსოფლიოში მოწინავე სასტუმროებსა და რესტორნებში საქმდება .

Les Roches-ს და SOLO-ს შეთავაზების ფარგლებში პირველი 5 აპლიკანტი 2022 წლის სექტემბრის მიღებაზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს.  შეთავაზებით გათვალისწინებულია 5 პროგრამა – 3 სამაგისტრო და 2 საბაკალავრო, თითო პროგრამაზე პირველი დარეგისტრირებული აპლიკანტი კი 40-დან 50%-მდე ფასდაკლებას მიიღებს. 

გარდა პირველი 5 აპლიკანტისა, SOLO მომხმამარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს 10%-იანი ფასდაკლებით ყველა პროგრამაზე 2023 წლის მარტის მიღების ჩათვლით. 

 

GD Alco X Wolt

ზაფხული ნამდვილადაა განტვირთვის დრო, ამიტომ, ზაფხულის ცხელი საღამოების ალკოჰოლით შემსუბუქებას თუ გადაწყვეტთ, SOLO მომხმარებლებს გეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლოთ უკეთესი პირობით GD Alco-ს პრემიალური ალკოჰოლური სასმელების შეკვეთისას, თუ Wolt-ის აპლიკაციას გამოიყენებთ. პირობა მარტივია − იხდით თქვენი SOLO ბარათით, 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში კი თანხის 10% Wolt-ის ანგარიშზე გიბრუნდებათ.

 

Kenwood-ის სამზარეულო რობოტი

თუ სამზარეულოში ახალი კერძების შექმნა გიყვართ, მეგატექნიკას SOLO მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს −  Kenwood-ის სამზარეულო რობოტის მაღაზიაში ან ონლაინ www.megatechnica.ge-ზე შეძენისას 25%-30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

 

ოკტოპუსი

ზაფხული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყების სურვილი უპირობოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, ოკტოპუსი SOLO მომხმარებლებს 3 თვიანი ულიმიტო აბონიმენტების შეძენას 10%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. გარდა ამისა,  ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის პერსონალური ინსტრუქტორის უფასო სესია და Inbody-ს აპარატით სხეულის სკანირებაა გათალისწინებული. 

ოკტოპუსის სამივე ფილიალში დიდი არჩევანი დაგხვდებათ – პერსონალური და ინოვაციური ჯგუფური ვარჯიშების კლასები, პროფესიონალი ინსტრუქტორები, შთამაგონებელი გარემო და ყველაფერი, რაც იდეალური პირობაა თქვენი ჯანმრთელობისათვის. 

 

Dessange Paris Tbilisi

Dessange Paris Tbilisi ქართულ ბაზარზე არსებული წამყვანი ფრანგული ბრენდია, სადაც მსოფლიოში აღიარებული  თავის მოვლის პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი. ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს კი Dessange-ის საბურთალოს ფილიალში სხვადასხვა პროცედურაზე სპეციალური პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა გეძლევათ.

 

L’ Arome Boutique

პარფიუმერიის ბუტიკების ქსელ ლარომ ბუტიკში საუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილი სუნამოებია თავმოყრილი. სწორედ ამ ადგილას იხილავთ მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Nasomatto, Orto Parisi, Designer Shaik, Keiko Mecheri, M. Micallef, Histoires de Parfums, The Different Company, Widian და მრავალი სხვა. SOLO მომხმარებლები კი განსაკუთრებული 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ სასურველი არომატის შერჩევისას. 

 

ჰილტონ ბათუმი

ბათუმი წლის ყველა სეზონზე კარგი იდეაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სასტუმრო ჰილტონ ბათუმი სასიამოვნო დასვენებას განსაკუთრებული პირობებით გვთავაზობს. 

SOLO მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებაა – 20%-იანი ფასდაკლება სასურველი ნომრის დაჯავშნაზე, 25%-იანი ფასდაკლება ეფორეა სპაში მასაჟის მომსახურებაზე და 20%-იანი ფასდაკლება სასტუმროს რესტორნებში. ამასთან, შეგიძლიათ უსარგებლოთ შიდა აუზით, გამაჯანსაღებელი ცენტრით და სპა მომსახურებით, საღამოს კი მე-20 სართულზე განთავსებულ რესტორან ნეფილეს ეწვიოთ, სადაც განსაკუთრებული ქართული და საერთაშორისო კერძების დაგემოვნებასთან ერთად ქალაქისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობის შესაძლებლობაც გექნებათ.

და ბოლოს, კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ყოველ შაბათ-კვირას – shopshop.ge-ზე SOLO ბუტიკის ყველა გამორჩეული პროდუქტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.