თიბისი კონცეპტის წიგნის კლუბი კითხვის მოყვარულებისთვის ყოველკვირეულ შეხვედრებს განაგრძობს
თიბისი კონცეპტის სივრცის ბიბლიოთეკა კითხვის მოყვარულებისთვის ყოველკვირეულ შეხვედრებს განაგრძობს.
წიგნის კლუბის მიზანია თანამედროვე და კლასიკური ტექსტების და მათი მთავარი სათქმელის გარჩევა. კლუბი მკითხველს ლიტერატურულ სამყაროში ამოგზაურებს და ახალ აღმოჩენებს გააკეთებინებს.
წიგნის კლუბი მარჯანიშვილის 7-ში ჩვენს სტუმრებს მოთხრობების სერიით უბრუნდება.
25 ივნისი, 14:00, მარჯანიშვილის 7
წიგნის შესახებ: „აბაზანა“ ერთ-ერთია მოთხრობების ცნობილი კრებულიდან „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ“, და მასში ყველაფერია თავმოყრილი, რამაც კარვერს მსოფლიო ლიტერატურაში მოკლე მოთხრობების ოსტატის სახელი დაუმკვიდრა. სტანდარტული ამერიკული ოჯახის მშვიდი ცხოვრება ინგრევა, როცა პატარა სკოტის მანქანა დაეჯახება და უცნაურ მდგომარეობაში ჩავარდება, უბრალოდ არ იღვიძებს…
ამასობაში კი აღარც დედამისს და აღარც მამამისს აღარ ახსოვთ ტორტი, რომელიც ბავშვის დაბადების დღისთვის შეუკვეთეს. თუმცა ამ მოთხრობაში ყველაზე შემაძრწუნებელი მისი მოულოდნელი და სრულიად თავზარდამცემი ფინალია. იმდენად შოკის მომგვრელი, რომ კარვერმა მოგვიანებით მოთხრობის სხვა ვერსია დაწერა – სულ სხვანაირი გაგრძელებითა და ფინალით.
მომხსენებლის შესახებ: დავით გაბუნია დრამატურგი და მთარგმნელია. 2013 წელს მან ფოთის თეატრში დადგმული პიესისთვის – “Holland Holland” პრემია „დურუჯი“ მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პიესა”.
2 ივლისი, 14:00, მარჯანიშვილის 7
წიგნის შესახებ: განვიხილავთ, თუ რა მთავარი სათქმელი აქვს ავტორს, როგორ უპასუხებს, ეხმიანება მისი მოთხრობები ვაჟას თანამედროვე საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებსა და პრობლემებს; რა მხატვრული ხერხებით ახდენს ზემოქმედებას მკითხველზე.
შევეცდებით ვაჩვენოთ, როგორ არის ამ მოთხრობების იდეური „კლიმატი“, ძირითადი სათქმელი დაკავშირებული მისი ცნობილი პოემების, “ალუდა ქეთელაურის“, „სტუმარ-მასპინძლის“, „გველის მჭამელის“ მთავარ იდეებთან.
მომხსენებლის შესახებ: ლევან გიგინეიშვილი – ფილოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
9 ივლისი, 14:00, მარჯანიშვილის 7
წიგნის შესახებ: ანიკოსა და მისი ოჯახის ამბავი 1992 წელს იწყება, როცა ის, რვა წლის გოგონა, დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად ტოვებს აფხაზეთს და იწყებს გრძელსა და მძიმე სვლას. მისი არსებობა სავსეა ტკივილით, შიშით, უსამართლობით, სიყვარულით და უზარმაზარი იმედით.
მებრძოლი და იმედიანი ხასიათი ეხმარება ახალგაზრდა ქალს, მაშინაც კი არ დაკარგოს ოპტიმიზმი, როცა ყველაზე ძალიან უჭირს. შეძლებს კი ის წარსულის აჩრდილებს სამუდამოდ დააღწიოს თავი? მოახერხებს უზარმაზარი იმედგაცრუების შემდეგ არ დაემალოს რეალობას?
მომხსენებლის შესახებ: მაკა კასრაძე – რადიოწამყვანი და გამომცემლობა „ზებრაა“ ხელმძღვანელი.
დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ WWW.CONCEPTEVENTS.GE-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასასწრებ ბილეთს გამოგიგზავნით.