fbpx

ჯგუფური გამოფენა “მთვარის ყელსაბამი” გალერეა 4710-ში


გააზიარე სტატია

გალერეა 4710 ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანებთან თანამშრომლობს და მათ აღმოჩენაზე მუშაობს, თუმცა ერთი წლის წინ, 2021 წლის მაისში გალერეამ წარმოადგინა ჯგუფური გამოფენა „Echoing Green“, სადაც სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანები იყვნენ გამოფენილი: ნათელა იანქოშვილი, თამუნა სირბილაძე, თეა გვეტაძე, გიო სუმბაძე, თამარ ნადირაძე, ნიკა ქუთათელაძე, ქეთა გავაშელი და ანდრია დოლიძე.

ასევე ქეთი კაპანაძის და ალექსანდრე ბეგლარიშვილის დუო შოუ „You and Me, Me and You“. გამოფენა „მთვარის ყელსაბამიც“ ამ სერიის ნაწილია, გამოფენაში სხვადასხვა თაობის ხუთი ხელოვანი მონაწილეობს და წარმოდგენილია მათი, უმეტესად ბოლო პერიოდში,  სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები.

“მთვარის ყელსაბამი“ ეხმაურება ბოლო პერიოდში მკვეთრად შეცვლილი სამყაროს ახალ წესრიგს. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ფიგურატიული, ისე აბსტრაქტული ნამუშევრები და მნახველისთვის მხოლოდ ბუნდოვანი ზღვარი რჩება ირეალურს და რეალურს შორის, როგორც ფორმის დაკარგვის და შეცვლის მეტაფორა.

გამოფენაში მონაწილეობენ ლეილა შელია, ნინო ქვრივიშვილი, სალომე ჩიგილაშვილი, თორნიკე რობაქიძე და თეიმურაზ ერისთავი.

გამოფენა გაგრძელდება ივლისის ბოლომდე.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.