fbpx

“დრო – მეოთხე განზომილება” – გალერეა “ნოვო” გიწვევთ ახალ საგამოფენო სივრცეში


გააზიარე სტატია
თბილისში ახალი გალერეა “ნოვო” ძალიან საინტერესო გამოფენით ” დრო – მეოთხე განზომილება” გაიხსნა.

სამგანზომილებიან სამყაროში დრო, როგორც მეოთხე განზომილება დღემდე განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. რა არის დრო?  – ამ კითხვაზე ხშირად ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს ვხვდებით. ერთი მხრივ, დრო ქმნის ხელოვნების ისტორიას და ის ნამუშევრების ეპოქალურობის ინდიკატორია, მეორე მხრივ კი ხშირად ხელოვნების ისტორიაში დრო კარგავს მის მიმართ მინიჭებულ მნიშვნელობას.

ხელოვნება ყველა ეპოქაში თანამედროვე იყო. წარსულში შექმნილი ნამუშევარი  კონცეფციით, იდეით და შეხედულებით შესაძლოა, ყველა ეპოქაში თანამედროვედ აღიქმებოდეს. გალერეა ,,ნოვო‘’ (ლათინური სიტყვა ,,ნოვო’’ ახალს, ახალგაზრდას ნიშნავს) იწყებს თანამშრომლობას ყველა ასაკისა და თაობის მხატვრებთან.

ჩვენს პირველ საინაუგურაციო გამოფენაზე „დრო – მეოთხე განზომილება“ წარმოგიდგენთ ძველი თუ ახალი თაობის ხელოვანების გამორჩეულ ნამუშევრებს. ჩვენ მათ დღეს, აწმყოში, ერთად ვუყრით თავს, როგორც თანამედროვე ხელოვნებას.

მონაწილე ხელოვანები:

  • ნუცა ესებუა
  • ნაილი ვახანია
  • ილიკო ზაუტაშვილი
  • ნინო ზირაქაშვილი
  • როკო ირემაშვილი
  • ცისია კილაძე
  • მანუჩარ ოქროსცვარიძე
  • ქრისტინე ტუსიაშვილი
  • ოთარ ჩხარტიშვილი
  • მამუკა ცეცხლაძე

გამოფენა გაგრძელდება 3 ივლისის ჩათვლით.

მისამართი: ს. ჯანაშიას ქ. 13, თბილისი

გალერეა ღიაა დამთვალიერებლებისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 12:00-დან 19:00 სთ-მდე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.