fbpx

სილქნეტი და National Geographic  საქართველო წარმოგიდგენთ  შეხვედრების სერიას – სილქნეტი შემეცნებისთვის


გააზიარე სტატია

 

სილქნეტი და ჟურნალი National Geographic საქართველო,  იწყებს  ყოველთვიური შემეცნებითი  შეხვედრების ციკლს, სადაც საინტერესო სპიკერები  აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.  ეს ინიციატივა ემსახურება სამოყვარულო „კლუბში“ გააერთიანოს  ისეთი ადამიანები, ვისაც ჯერა, რომ განათლებას სამყაროს უკეთესისკენ  შეცვვლა შეუძლია.

National Geographic-ი  თავისი არსით სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვინაიდან სილქნეტის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაც განათლების ხელშეწყობაა, ვფიქრობთ ეს სინთეზი წარმატებული დასაწყისი იქნება, რათა მეტი ადამიანი შემოვიკრიბოთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლების განვითარება.

პირველი შეხვედრა ორშაბათს, 27 ივნისს რადისონში  გაიმართება, სადაც დათო ტურაშვილი მოგვიყვება „ნამდვილ ამბებს თბილისის ისტორიიდან“ . სტუმრები დისკუსიაშიც ჩაერთვებიან და  შეხვედრის ბოლოს  სამახოსვრო საჩქურებსაც მიიღებენ.

დათო ტურაშვილი: “ჩვენ გავიხსენებთ მეცხრამეტე საუკუნის თბილისს, რომელიც ასე შეცვალა ტრამვაიმ და გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც, ვინც რადიკალურად შეცვალა თბილისისა და საქართველოს ისტორია. ვისაუბრებთ იმის შესახებაც თუ რატომ არ იყო და არ არის (მაგალითად) ველოსიპედი ისეთი პოპულარული თბილისში, როგორც ევროპისა და არა მხოლოდ ევროპის სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. და შევეცდებით იმის ახსნასაც, თუ რატომ გვიყვარს დიდი და შავი ჯიპები უფრო მეტად, ვიდრე პატარა და ნამდვილი ამბები.“

27 ივნისი, ორშაბათი, 19:00 სთ. სასტუმრო Radisson Blue Iveria /კაფე სერფეისი.
დასწრება თავისუფალია რეგისტრაციის მეშვეობით.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.