fbpx

“ზუგდიდი მოლი” – პირველი სავაჭრო ცენტრი ზუგდიდში


გააზიარე სტატია

 

სულ მალეზუგდიდი მოლითავის პირველ მომხმარებლებს უმასპინძლებს. სავაჭრო ცენტრი სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრია.

ამ ეტაპისთვის ცენტრის 90% უკვე დატვირთულია. „ზუგდიდი მოლშიწარმოდგენილნი იქნებიან ქსელური მაღაზიები, საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები:

  • ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელიკარფური” 
  • თურქული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდები: „ვაიკიკი“ დაფლო“
  • საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების მაღაზიასუპერი
  • პარფიუმერული მაღაზია  „ისიპარი“
  • ფრანგული  კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდიივროშე“
  • აისიარ ჯგუფიფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიებით: „ბატა“, „კორსო იტალია“ და „სკარპიერა“
  • დრესაპ ჯგუფისმულტიბრენდული მაღაზიაფექთორი“, რომელიც წარმოგიდგენთ ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების ბრენდებს: L’evis, Wrangler, Jack & Jones, Tommy Jeans, Vans, New Balance, Converse, Birkenstock და სხვა.
  • სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდიადიდასი”, ოფიციალური წარმომადგენლობით
  • ტექნიკის მაღაზიები: „ალტადაზუმერი“
  • წიგნების მაღაზიათა ქსელები: „ბიბლუსი“ დაგამომცემლობა სულაკაური“
  • სათამაშოების მაღაზიაპეპელა
  • იაპონიის კულტურით შთაგონებული მაღაზიათა ქსელი: „მინისო“
  • ჯიპისი“, განახლებული კონცეპტუალური ფორმატითუფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი.

გამორჩეული არქიტექტურის მქონე სავაჭრო ცენტრი ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. ერთსართულიანი შენობის შუაში 850 კვ..-ის რეკრეაციული ზონაა მოწყობილი, ასწლოვანი ხეებით, სადაც სავაჭრო ცენტრის სტუმრები შეძლებენ განტვირთვას. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში იმუშავებს  სხვადასხვა კვების ობიექტები, მათ შორის პიცერიალეოდოროდა აზიური სამზარეულოპო“.

ცენტრის გარე პერიმეტრზე  150 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე სივრცე მოეწყობა.

ზუგდიდი მოლისგანვითარებას კომპანიაბლოქსიუზრუნველყოფს.  ცენტრის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანიაბლოქსმა” ერთობლივად იმუშავეს.  

Cushman & Wakefield სავაჭრო ცენტრების ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს და ცენტრის მშენებლობის ზედამხედველობას უზრუნველყოფსზუგდიდი მოლისარქიტექტურულ ნაწილზე კომპანიაგურგენიძე არქიტექტურამიმუშავა

 პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მლნ ლარს შეადგენს. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

 სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.