fbpx

ნინო საკანდელიძე ვენის მსოფლიო გამოფენაზე – Collaborations


გააზიარე სტატია

დღეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა,  სახელად Collaborations გაიხსნება, რომელიც ნოემბრამდე გასტანს. 1960-იანი და 70-იანი წლების ავანგარდის, ასევე თანამედროვე ხელოვნების კონცეპტუალურ და სოციალურ-ანალიტიკურ გამოფენაში ქართველი ხელოვანი ნინო საკანდელიძეც მიიღებს მონაწილეობას, ისეთი ფიგურების გვერდით,  როგორებიც არიან: ჰაიმო ცობერნიგი, ფრანც ვესტი, მარინა აბრამოვიჩი, ენ ჰარდი, დანიელ რიხტერი, იოკო ონო და სხვა.

ღონისძიების კურატორების – ჰაიკე აიპელდაუერისა და ფრანც თალმაირის იდეით, გამოფენა ააგებს ერთგვარ კოლაბორაციულ ხიდს, რომელიც კოლექტიური ავტორების სხვადასხვა ხედვებსა და სტრატეგიებს გააერთიანებს.

ნინო საკანდელიძის შემოქმედება,  ავსტრიელ ქერსთინ ფონ გაბაინთან ერთად, რეპროდუქციებითა და ნამუშევრებით იქნება წარმოდგენილი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.