fbpx

Travel Box-ის საჩუქრები ზაფხულის განსაკუთრებული მოგონებებისათვის


გააზიარე სტატია

 

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენი  გეგმები და სურვილები მოგზაურობას ან თუნდაც მცირე ხნით დასასვენებლად წასვლას უკავშირდება. ნანატრი შვებულების  ან უქმე დღეების სასიამოვნო გარემოში გატარება კი განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი მაშინ ხდება, როცა მას თან  ახლავს სიურპრიზები. სწორედ ამ გამოცდილებას გვთავაზობს  Travel Box –  სამოგზაურო ყუთი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულთათვის შეიქმნა.

ამ ინოვაციური პროდუქტის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ჩვენი მკითხველიც კარგად იცნობს მას. როგორც უკვე იცით, ყოველ სეზონზე შეგვიძლია გამოვიწეროთ ახალი ბოქსი –  ახალი დიზაინით. სწორედ ასე ვიღებთ სპეციალურად ჩვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებულ ვაუჩერს საქართველოს რეგიონებში მდებარე საუკეთესო სასტუმროებში. ვაუჩერი ორი ღამის განმავლობაში ორადგილიანი ნომრის სერვისს მოიცავს.  

ამჯერად კი იმ სიახლეების შესახებ გვინდა მოგიყვეთ, რომელსაც Travel Box ამ ზაფხულის სეზონზე გვთავაზობს.

საზაფხულო კურორტებზე საუბრისას უმეტესობას აჭარა გვახსენდება – ჩვენი ქვეყნის გამორჩეული რეგიონი, რომელიც მთას და ზღვას აერთიანებს. ზაფხულის Travel Box-ში აჭარის პოპულარულ  კურორტებსაც შეხვდებით, შეძლებთ საუკეთესო სასტუმროებში დაუვიწყარი ორი დღე-ღამე გაატაროთ და თქვენს სამოგზაურო მოგონებებს განსაკუთრებული შთაბეჭდილებები  შემატოთ. 

წლევანდელი ზაფხულის Travel Box ბევრი რამით არის განსაკუთრებული, თუმცა, მთავარი საჩუქარი Black Sea Arena-ზე დაგეგმილი L’emperatrice-ის კონცერტის ორი ბილეთია. ამგვარად, აჭარის სამოგზაურო ყუთის შეძენისას არა მხოლოდ სასიამოვნო გარემოში  შეძლებთ დროის გატარებას, არამედ ზაფხულის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებსაც მიიღებთ. 

Travel Box იმითაც გამორჩეულია, რომ ის არა მხოლოდ დასვენების, ახალი ადგილების აღმოჩენისა და გამოცდილებების დაგროვების საშუალებას გვაძლევს, არამედ მისი შეძენით,  სამოგზაუროდ აუცილებელ ნივთებზე ზრუნვაც აღარ გვჭირდება, რადგან უამრავ საჭირო დეტალს ყუთის გახსნისას საჩუქრის სახით აღმოვაჩენთ. აქ დაგვხვდება თავის მოვლის ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორიც არის: ევოლუდერმი, ნუქსი, აჰავა, ბოდიშოპი, ლიერაკი, ურიაჟი, ატირანსი, ფიტო, როქსი, მენქეივი, დეიმელოუ და მედფორკოსი. სამოგზაურო ყუთში ასევე აღმოაჩენთ “8 ელემენტის” ორიგინალურ აქსესუარებს, რომლებიც თქვენს საზაფხულო დასვენებას კიდევ უფრო გააფერადებს და გაალამაზებს. Travel Box-ის სასაჩუქრე ნივთებში სხვადასხვა ბრენდირებულ ნივთსაც შეხვდებით, მაგალითად,  ულამაზეს პანამას და თემატურ სტიკერებს, შესაბამისი განწყობისათვის. 

თქვენი საზაფხულო თავგადასავალი Travel Box-თან დამეგობრებით იწყება, ამისათვის კი შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე  www.travelbox.ge, გაეცნოთ პირობებს, გამოიწეროთ საჩუქრებით სავსე სამოგზაურო ყუთი და განტვირთვისათვის განკუთვნილ დღეებს დაელოდოთ. Travel Box-ის პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალში სხვადასხვა რეგიონში მდებარე მრავალ რჩეულ სასტუმროს აღმოაჩენთ:

  • კახეთი – კაჭრეთის ამბასადორი, ახაშენი, ღვინის კურორტი და სპა, შატო მერე, ზუზუმბო რეზორტი და სპა, ჰოლიდეი ინნ, თელავი, ამპელო. 
  • სამცხე-ჯავახეთი – ქრაუნ პლაზა ბორჯომი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და სპა, რუმს კოხტა, ბრისტოლ ბაკურიანი
  • მცხეთა-მთიანეთი – ინტურისტი ყაზბეგი, მარკო პოლო, გუდაური
  • სამეგრელო –  ლეთო 
  • იმერეთი – ახალი საირმე
  • აჭარა – მირამარ ლაქშერი რეზიდენსი, ლიც რეზორტი 

 

არ დაივიწყოთ, რომ Travel Box-ის შეძენა საჩუქრის სახითაც შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში ზაფხულის სამოგზაურო ყუთში აღმოაჩენთ ვაუჩერს ყველა რეგიონის სასტუმროების ჩამონათვალით, ყუთის მფლობელი კი შესაბამის მიმართულებას თავადვე აარჩევს, რაშიც   Travel Box-ის გუნდი დაეხმარება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.