fbpx

ქართველმა მსახიობებმა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმარჯვეს


გააზიარე სტატია

სულ ცოტა ხნის წინ 2022 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა.

ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი ჯილდო ორად გაიყო და ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად ქართველ მსახიობები, თაკი მუმლაძე და მარიამ ხუნდაძე დაასახელეს.

ქართველმა მსახიობებმა ასეთი მნიშვნელოვანი პრიზი ფილმში „ჩემი ოთახი“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურეს.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ფილმის რეჟისორი იოსებ (სოსო) ბლიაძეა, რომელმაც ამ პროექტზე პანდემიის პერიოდში, ყოველგვარი ბიუჯეტის გარეშე იმუშავა — ფილმი „ჩემი ოთახი“ სწორედ პანდემიის პერიოდზე, ორი გოგოს საინტერესო ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

სიუჟეტი 24 წლის თინას ისტორიას გვიყვება, რომელსაც ოჯახიდან წამოსვლა და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყება უწევს. თბილისში ის ოთახს თანატოლ გოგოსთან ერთად ქირაობს, რომელსაც ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.

აღსანიშნავია, რომ სოსო ბლიაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ოთარის სიკვდილი“ პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, მოგვიანებით კი სწორედ ამ ფილმმა გაიმარჯვა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოქროს პრომეთე დაიმსახურა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.