fbpx

თბილისი – გიორგი ოტიაშვილის სოლო გამოფენა „Dédicace Gallery – დედიკას გალერეაში“


გააზიარე სტატია

 

Dédicace Gallery -დედიკას გალერეაა წარმოგიდგენთ გიორგი ოტიაშვილის გამოფენას სახელწოდებით – თბილისი.

 

გიორგი ოტიაშვილი ჯგუფი On/Off-ის ერთ-ერთი წევრია. მხატვრის აღნიშნული სერია თანამედროვე სენტიმენალიზმის რითმულ მონახაზს ქმნის ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქალაქისა.

„თბილისი“ შეიძლება ჩაითვალოს მხატვრის მოკლე რეტროსპექტიულ გამოფენად, 2019 წლიდან 2022 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიზუალურად, ასევე თემატურადაც, მეტნაკლებად განსხვავდება თბილისისა და ტურბოს სერია, მათი საერთო შინაარსობრივი დამოკიდებულება ერთია.

„თბილისი“ წარმოადგენს პროექტს, რომლის ალბომის სახით ჩვენებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ალბომის ფორმა განასახიერებს ერთგვარ დღიურს.

გიორგი ოტიაშვილი, ხელოვანი: „გამოფენის იდეა წამოვიდა ნამუშევრიდან თბილისის ალბომი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა . კორპუსის სახურავზე მუშაობისას, თავიდან არ იყო ჩაფიქრებული რომ ალბომი ყოფილიყო, შემდეგ დამიგროვდა ნამუშევრები და გადავწყვიტე ალბომად მექცია .

რაც შეეხება ტურბოს სერიას -ეს ს იდეა წამოვიდა საღეჭი რეზინის მარკებიდან. ადრე, ბავშობაში ბევრი აგროვებდა – მათ შორის მეც. გადავწყვიტე ეს  იდეა ტილოზე, როგორც ტრადიციულ მასალაზე გადმომეტანა –  მეხსიერების იმიჯები, როგორც მარკები.“

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.