კოსმეტიკის ქართულ ბაზარზე ახალი ბრიტანული ბრენდი Revolution Skincare გამოჩნდა
ხარისხიანი, ავთენტური, ხელმისაწვდომი – ეს ბრიტანული ბრენდი Revolution Skincare-ია, რომელიც ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა და მომხმარებლების ინტერესი და მოწონება მალევე დაიმსახურა. ეს გახლავთ ბრიტანული ბრენდი, რომლის მთავარი დევიზია „პატივი ეცით მომხმარებელს“.
ადამ მინტო, რომელიც Revolution Skincare-ის დამფუძნებელია, 29 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ გიგანტურ კომპანიებში, როგორებიცაა: Anastasia Beverly Hills, Max Factor, MAC Cosmetics და სხვა. მისი სურვილი იყო, შეექმნა ინოვაციური ბრენდი, რომელიც იქნებოდა მაღალი ხარისხის, თუმცა დემოკრატიული, მასებისთვის ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, სოციალურ თანასწორობაზე დაფუძნებული. ამ ბრენდის იდეოლოგია სწორედ თანასწორობაზე დგას და დაცლილია სიძულვილისა და სისასტიკისაგან. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია არ იტესტება ცხოველებზე. ინგრედიენტების ტრანსპარანტულობა ბრენდის სავიზიტო ბარათია, რადგან შეფუთვაზე დეტალურად შეგიძლიათ ამოიკითხოთ თითოეული ინგრედიენტის ზუსტი პროცენტული შემცველობა.
თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ ყველა ვცდილობთ, ვიყოთ იდეალურები და ეს ფოტოებზე აღვბეჭდოთ, რისთვისაც ათასგვარ ფილტრს ვიყენებთ. Revolution Skincare-ის მთავარი კონცეფცია კი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა თანასწორები და ლამაზები ვართ. ბრენდის დამფუძნებლის მიზანია, დავუბრუნდეთ იმ დროს, როცა ფოტოში ვიღიმებოდით, არ ვაქცევდით ყურადღებას ჩვენს სახეზე აღბეჭდილ ნაკლს და არ ვიყავით ამა თუ იმ ფილტრის მსხვერპლი. მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენ, ყველა, ბუნებრივად ლამაზები და ინდივიდუალურები ვართ. დეკორატიული მაკიაჟი და თავის მოვლის საშუალებები კი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ ხაზი გავუსვათ იმას, ვინც სინამდვილეში ვართ და არ შევეცადოთ ჩვენი ინდივიდუალური „მე“ დავფაროთ.
ბრენდმა თავდაპირველად დეკორატიული კოსმეტიკა შექმნა, შემდეგ ეტაპზე კი მჟავებზე დაფუძნებული შრატების წარმოება დაიწყო. ამის მერე ბაზარზე გამოჩნდა Relolution-ის სხვა პროდუქტებიც – სახისა და თვალის გარშემო კანის მოვლის საშუალებები, აქსესუარები, მაკიაჟის მოსაშორებლები და სხვა. წარმოების მაღალი დონე თავისთავად მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მომხმარებლების ნდობასა და ერთგულებას განაპირობებს. ბრენდმა სხვადასხვა ქვეყანაში მოკლე პერიოდში მოიპოვა პოპულარობა. შექმნიდან 12 თვეში ის 22 ქვეყანაში იყო წარმოდგენილი. ამჟამად კი Revolution Skincare-ის პროდუქცია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია ოფიციალურად ხელმისაწვდომი, მათ შორის – უკვე საქართველოც. საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია „ჯპს“. მისი ოფიციალური წარდგენა სასტუმრო „სტამბაში“ 12 ივლისს გაიმართა.
მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან ბრენდის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტებია: No.1 Salicyclic Acid, Vitamin C 12%, Niacinamid, Pink Clay Masks. გარდა აღნიშნულისა, Revolution Skincare აწარმოებს: სახის ზეთებს, დამატენიანებლებს, გასაწმენდ და მაკიაჟის მოსაშორებელ პროდუქტებს, ტონერებსა და სპრეებს, აქსესუარებსა და ხელსაწყოებს. ცალკე ხაზი აერთიანებს გამონაყართან ბრძოლისთვის საჭირო პროდუქციას.
Revolution Skincare-ის პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად „ჯპს-შია“ შესაძლებელი. მისი ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია ყველასთვის და, როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, Revolution Skincare-ის პროდუქცია იდეალურია სხვა პრემიუმ კლასის ბრენდების ასორტიმენტთან კომბინაციაში, რადგან ამით ეფექტურობა რამდენჯერმე იზრდება.