fbpx

კაფსულიდან ყინულებში – სპეციალურად ცივი ყავისთვის შექმნილი ახალი კაფსულები “მეამასგან”


გააზიარე სტატია

 

როგორია შენი ცივი ყავის რეცეპტი? – შესაძლოა, მომზადების წესი, ინგრედიენტები და არომატი ყველასთვის ინდივიდუალურია, თუმცა, ზაფხულის მთავარი სასმელი, რომელიც კონტრასტული და მრავალფეროვანი ბლენდით ყველაზე ცხელ დღეებს იდეალურ მოგონებებად გარდაქმნის, თითოეული ჩვენგანისთვის საერთოა

მეამა ის ბრენდია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით ყოველთვის ქმნის ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს ყავისა და ჩაის მოყვარულებისთვის. ცხელ სეზონზეც ცივი ყავის სასმელების მოთხოვნას მეამა საინტერესო გადაწყვეტილებით პასუხობს

ცივი კლასიკი და ცივი ინტენსიურიცივი ყავის მოყვარულები მეამას  ამერიკულ და ევროპულ ფორმატში ყავის  სპეციალურ, სეზონურ კაფსულებს აღმოაჩენენ. ორი განსხვავებული გემო, სიძლიერე და მოხალვის ინტენსივობა მეამას ტექნოლოგებმა სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის შექმნეს. ორივე სახეობის კაფსულა ცივი ყავის სხვადასხვა სასმელებისა და კოქტეილების მომზადებისას, არომატული შენარევების მიუხედავად, არ კარგავს გემოვნურ თვისებებს და ინარჩუნებს უნიკალურობას

ცივი ყავის კაფსულების შექმნის წინაპირობა  ზაფხულისთვის ყველა კაფსულისგან გამორჩეული, ახალი გემოების დამატება იყო, რომელიც ყინულთან ერთად შეინარჩუნებდა გემოვნურ თვისებებს და არ დაკარგავდა მეამას ყავისთვის დამახასიათებელ ინტენსიურობას და განსხვავებულ გემოს. მეამას ტექნოლოგებმა ცივი ყავის კაფსულების შექმნისას საკმაოდ შრომატევადი პროცესი გაიარეს, დააგემოვნეს  სხვადასხვა მარცვლებითა და მოხალვის დონით  შექმნილი ბევრი განსხვავებული ბლენდი. ევროპული და ამერიკული ფორმატის ცივი ყავის კაფსულები მაქსიმალურად ინარჩუნებს ყავისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ხდის მათ უნიკალურს და სხვა ბლენდებისგან განსხვავებულს.”

ცივი კლასიკი საშუალოდ მოხალული მარცვლებისგან იქმნება და ჰაეროვან, განმეორებად გემოს ქმნის. ორგანული და ნატურალური არაბიკას მარცვლებისგან შექმნილი ყავის ეს ახალი კაფსულა დახვეწილი, რბილი და მოტკბო ტონებით გამოირჩევა

ცივი ინტენსიური საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მუქად მოხალულ, ძლიერ გემოს. ცივი ყავის ეს ახალი კაფსულა არაბიკასა და რობუსტას მწვანე მარცვლების ნაზავით განმეორებად და ინტენსიურ გემოს ქმნის

ზაფხული ხომ ის დროა, როდესაც დღეებს მოულოდნელი, დაუგეგმავი გადაწყვეტილებებით ვავსებთ, მხიარულ თავგადასავლებს ძირეულ მოგონებებად გარდავქმნით და როცა ყველა პატარა მომენტს დიდ წვეულებად ვაქცევთ. მთაშიც, ზღვაზეც და ურბანულ სივრცეებშიც, ახალი კაფსულით მომზადებული ფინჯანი მეამა ყინულთან და შენს საყვარელ ინგრედიენტებთან ერთად ამ სეზონს კიდევ უფრო გამორჩეულ გემოებს შემატებს

მეამას ცივი ყავის ახალი კაფსულები სასიამოვნო სიგრილეს შემატებს თქვენი ზაფხულის ცხელ დღეებს და ახალ გემოებს თქვენს საზაფხულო თავგადასავლებს

ახალი ცივი ყავის კაფსულები სეზონურია და მათი შეძენა მეამას ბრენდულ სივრცეებში, ონლაინ მაღაზიასა და ცხელი ხაზის დახმარებითაა შესაძლებელი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.