fbpx

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ


გააზიარე სტატია

 

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, რომელიც 10 ივლისს გაიხსნა, დღეს საზეიმოდ დაიხურა. დახურვის ცერემონიაზე ფესტივალის მთავარი მოვლენის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ჟიურის რჩეული გახდა სანდრო სულაძის ფილმი “გუშაგები”, ამ ფილმმა, ასევე ჯილდო მიიღო საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის.

კიდევ ორმა ფილმმა მიიღო ქალღმერთ დალის ქანდაკება – ჟიურის რჩეული უცხოური ფილმი გახდა უგო კოვარუბიასის “ბესტია” (15 წთ. 2021, ჩილე) და კიმ ტორესის “ღამის ნათება” (14 წთ. 2022, კოსტა რიკა).

 

 

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ ცნობილი ქართველი რეჟისორი გელა ბაბლუანი, სამეჰ ალა – პირველი ეგვიპტელი რეჟისორი, რომელმაც კანის საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მიიღო, და ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ვიმ ვანაკერი. ვიმ ვანაკერი, რომელიც სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამერიცაა.

 

 

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის ფარგლებში პირველი და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსიც გაიმართა. “ფიჩინგ ფორუმისთვის” 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი შეირჩა, მათგან სამი საუკეთესო პროექტი კი ფორუმის საერთაშორისო ჟიურიმ – მარტინა ბლეისიმ, ლევან კოღუაშვილმა და ედვინას პუშკამ გამოავლინეს. წლევანდელ “ფიჩინგ ფორუმზე პირველი ადგილი დაიკავა სალომე ვეფხვაძემ პროექტით “ბედის მწერლები”, მეორე ადგილზე გავიდა გაბრიელ რაზმაძის პროექტი “ის”, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი საუკეთესო ქალი რეჟისორის ნომინციაში ანა კვიჭიძემ მიიღო პროექტისთვის “მკვდრების ზღვა”.

 

 

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ჩატარდა პრეს­კონ­ფე­რენ­ციები, ვორ­ქშო­ფე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, გარე და და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, კინოჩვე­ნე­ბე­ბის შემ­დეგ კი ეწყობოდა Q & A.

 

 

ფესტივალის წლევანდელი პროგრამა სტუმრების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა A კლასის კინოფესტივალის წარმომადგენლები, ჯამში  ფესტივალმა 80-მდე ხელოვანს, კინემატოგრაფისტსა და დამწყებ რეჟისორს უმასპინძლა.

 

 

სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალმა, არსებობის სულ რაღაც 2-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მოახერხა და მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა. ფესტივალი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა სვანეთში, რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა თეიმურაზ ჩხვიმიანთან ერთად დააარსა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.