სიმღერები დავიწყებით კვდებიან – ჯგუფური გამოფენა „ართბითში“
ფოტო: გიორგი ყოლბაია
გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას ‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’.
მონაწილე ხელოვანები: ადრიენ ვესკოვი, დებორა ჰანსონ მერფი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მარი ყალაბეგაშვილი.
‘‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’ – აღნიშნავს წრის სიმბოლურ ფორმას, სიცოცხლის მეტაფორას, რომელიც მეორდება ენერგიის დაზოგვის აფეთქებით. წრიულ ბრუნვაზე ეს სიცოცხლის ეგზისტენციური რეფლექსია და ამავდროულად ცვალებადი დროის აბსურდის ხაზგასმის ფორმა.
გამოფენა ხაზს უსვამს საგნების უმნიშვნელობას – ისინი სრულდებიან და ხელმეორედ იწყებიან, იწყებიან და ისევ სრულდებიან… ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ამ წრეზე ბრუნავენ.
‘სიმღერები დავიწყებით კვდებიან’ ეხმიანება სეზონთა ციკლს და წრიულ და ლინეარულ დროის შესახებ საპირისპირო წარმოდგენებს ცვლის უფრო გასაგებ მიდგომად. განმეორება რეალურია, დომინანტური და ნოსტალგიით სავსეა, თუმცა იგი წინ მოძრაობს და მხოლოდ მისით იქმნება მომავალი. დროის ბორბალი ვაკუუმში არ ტრიალებს.
რამდენი სამყარო არსებობს სინამდვილეში ჩვენში, რომელთაც ვერც კი ვხედავთ ბოლომდე ყოველდღიურობაში? ბევრი საიდუმლო არსებობს, რომელთა წამორდგენა ჩვენ არც კი შეგვიძლია. არსებობს კი საიდუმლოების კარი? თუკი ეს ასეა, მაშინ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ დაკეტილ სამყაროში?’ – ანისა ტუატი.
გამოფენის კურატორი: ანისა ტოუატი
გამოფენის მხარდამჭერია სასტუმრო რუმსი თბილისი.
გამოფენა დამთვალიერებლისთვის 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.