fbpx

სერ სერპასის სოლო გამოფენა – Monakhos გალერეა ელ-ცე კვაისარში


გააზიარე სტატია

Don’t know why I have to work
Don’t know why I can’t play
Turn me off turn me out
But don’t turn me away
Save me a place
I’ll come running if you love me today

Don’t know why I have to go
Don’t know why I can’t stay
Guess I want to be alone
And I guess I need to be amazed
Save me a place
I’ll come running if you love me today [2x]

 

ტექსტი, რომელიც ცნობილი ბრიტანულ-ამერიკული როკბენდის, Fleetwood Mac-ის სიმღერიდანაა (Save Me a Place),  სერ სერპასმა თავისი გამოფენის ოფიციალურ პრესრელიზად წარმოგვიდგინა.

 

სერპასის სოლო გამოფენა – Monakhos (ბერძნულად Monakhos, μοναχός – “განმარტოებული”) გალერეა “ელ-ცე კვაისარში”  16 ივლისს გაიხსნა და  4 სექტემბრამდე გასტანს. 

 

სერ სერპასი მულტიმედიური ხელოვანია, რომლის ინსტალაციებიც შედგება ქანდაკების, ფერწერის, ნახატისა და პოეზიისგან. სხეულის ფიზიკური მატერიით და მისი ეფემერული ცნებებით დაინტერესებული, ის მათ  სკულპტურულ ცვლილებებს უქვემდებარებს და პირიქით, ქანდაკებაში სხეულებრივი გრძნობითი ნიშნები შემოაქვს. სერპასის პრაქტიკა სცდება ამა თუ იმ მედიუმს, თუმცა ყოველ მათგანში შენარჩუნებულია ცოდნა ფიზიკური აღნაგობის, ფრაგმენტაციის, ხელოვნური მოწყობის და ცვლილებისას  არტისტის ავტონომიის შესახებ. ის განუწყვეტლივ იცვლის საცხოვრებელ ადგილს –  ციურიხი, ლოს-ანჯელესი, თბილისი,  პარიზი – მოძრაობისა და მოგზაურობის  ამ ქრონიკულმა პროცესმა   შთააგონა გამოეცა თავისი  პოეზიის კრებული – “სასტუმრო სახლი” და მეტიც, მის მასშტაბურ ქანდაკებებში გამოყენებულია მასალები,  რომლებსაც ყოველთვის აგროვებს  სხვადასხვა ქალაქის  ქუჩებში.  

Monakhos  არტისტული განმარტოებისა და არსაიდან პროვოცირებული უძრაობის ჯიუტი მედიტაციაა. გამოფენაზე წარმოდგენილია მისი მსუყე მონასმით შესრულებული ზეთის ფერწერული ნიმუშები გადაუჭიმავ ტილოზე. ისინი შეიქმნა სტუდიაში, ნებაყოფლობითი იზოლაციის განმავლობაში, როდესაც ის რელიგიურ   პოდკასტებს  და აუდიო-წიგნებს უსმენდა ძველი სამყაროს  ცხოვრებისა და ებრაული ბიბლიის შესახებ. წინა ფერწერული სერიისთვის დამასახასიათებელი, უსახო სხეულის მოტივი შენარჩუნებულია მის ახალ ნამუშევრებში. თუმცა აქ ის ინტიმური ურთიერთობის  ფოტოების ნაცვლად, ძირითადად იყენებს ანონიმურ, მაგრამ საჯარო, ინტერნეტში მოძიებულ პლასტიკური ქირურგიის პაციენტების “ოპერაციამდელ და შემდგომ” სანიმუშო სურათებს. 

განვლილი მომენტის სიმყიფე და მისი განუმეორებელი ხასიათი გამოაშკარავებულია გამოქანდაკების პროცესის გარდამავალ ფაზაში ასახული ამოუცნობი სხეულის ნაწილებში. სუბიექტში პერმანენტული ცვლილების შეტანის სიფაქიზე ნათელი ხდება დროის, სივრცისა და მეხსიერების კონკრეტულ შუალედურ მომენტში. მისი ქანდაკებების მსგავსად, სადაც “ანექსირებული”  ნაწილები არასოდეს არის სამუდამოდ დაფიქსირებული, ფერწერებში წარმოდგენილი სხეულებიც რჩება დენადი და დაუძაბავი. გადანათებულ ფერებში შესრულებული  ნახატები უხერხულად და სკულპტურული მანერით ათავსებენ რბილად მოდელირებულ ბლანტ სხეულებს თითქმის სტერილურ ფონზე. ნაწილობრივ გაზელილი, გაურკვეველი ნიშნების მქონე არაიდენტიფიცირებული  ფიგურები თითქოს  გმირული პორტრეტებია, რომლებიც სტოიკურ სიმშვიდეს ასხივებენ. 

 

სერ სერპასი (დ. 1995, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) მუშაობს და ცხოვრობს პარიზში, საფრანგეთში. მისი ბოლო სოლო გამოფენები მოიცავს: HEAD BANGER BOOGIE, Galerie Barbara Weiss, ბერლინი (2022); Ser Serpas, Balice Hertling, St Martin + Gravilliers, Paris (2021); სერ სერპასი და ელენე ჩანტლაძე, Conceptual Fine Arts, მილანი (2021); Guesthouse, LC Queisser, თბილისი (2021); Two Take Red Series, Karma International, ციურიხი (2021); Models, Karma International, ციურიხი (2021); Against Attachment, Ludlow 38, New York (2019); what we need is another body, Truth and Consequences, ჟენევა (2019); Stars are Blind, (სიტარა აბუზარ ღაზნავისთან ერთად), LC Queisser, თბილისი (2019). მისი ნამუშევრები შესულია ჯგუფურ გამოფენებში: Centre d’Art Contemporain Genève, Genève (2022); Maxwell Graham / Essex Street, ნიუ-იორკი (2022); Fitzpatrick Gallery, პარიზი (2021); Progetto, Lecce (2021); Oxygen Biennial, თბილისი (2021); Progetto, Lecce (2021); Jenny’s, ნიუ-იორკი (2021); Palazzo Tamborino Cezzi, Lecce (2021); CUADRO22, Chur (2020); Kevin Space, ვენა (2020); Karma International, ციურიხი (2020); Arcadia Missa, ლონდონი (2020); Hammer Museum, ლოს-ანჯელესი (2020); Punta della Dogana, ვენეცია (2020); Galerie Barbara Weiss (2019). 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.