ქართულ-უკრაინული წარმოშობის რეჟისორი ლადო კვატანია Cardi B-ის ახალი კლიპის რეჟისორია
გააზიარე სტატია
ქართულ-უკრაინული წარმოშობის რეჟისორის, ლადო კვატანიას მორიგი წარმატება ამჯერად ამერიკის პოპ-კულტურას უკავშირდება. კონკრეტულად კი ისეთი ვარსკვლავების სახელებს, როგორებიც არიან – Cardi B, Kanye West და Lil Durk.
View this post on Instagram
ლადო კვატანია Cardi B-ის ახალი კლიპის – “Hot Shit”-ის რეჟისორია. კლიპი მომღერლის ოფიციალურ Youtube არხზე 12 ივლისს განთავსდა.
ლადომ განათლება ნიუ-იორკის კინოხელოვნების აკადემიაში 2009 წელს მიიღო. სწავლის პერიოდშივე დაიწყო პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმებზე მუშაობა, საკუთარი სცენარების მიხედვით. გადაღებული აქვს სარეკლამო ვიდეორგოლები ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Reebok, Adidas, Paypal, Google, Visa და სხვა.
ახალგაზრდა რეჟისორმა ცნობილ მომღერალ ჰასკისთან თანამშრომლობით, ერთ-ერთი კლიპი – „იუდა“ თბილისში გადაიღო.