fbpx

გალერეა Window Project წარმოგიდგენთ პიმ კერსტენის ნამუშევარს Auditory Residue


გააზიარე სტატია
 გალერეა  Window Project,  15 სექტემბრამდე, წარმოგიდგენთ  პიმ კერსტენის ნამუშევარს Auditory Residue, რუსთაველის 37- ში მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინაში.
Auditory Residue-ს არტისტმა ეს ნამუშევარი მუზეუმში შექმნა, დახურული გამოფენის ტექსტის კედლიდან მოშორებისას. კერსტენმა იატაკზე მიმოფანტული ასოების ფრაგმენტები შეამჩნია. მათი გადაწყობის შედეგად კონტექსტიც შეიცვალა. ცარიელი მუზეუმის დარბაზში ახალი ნამუშევარი შეიქმნა. შექმნის პროცესში თანდათან გამოჩნდა გამქრალი გამოსახულების კვალი, როგორც წარსულის „ხმოვანი დაფა“. ხელოვანი თვლის, რომ ნამუშევრის მნიშვნელობა სწორედ ძველისა და ახლის კვეთაზე წარმოიქმნება.
 პიმ კერსტენი (ნიდერლანდები, 1980) ვიზუალური ხელოვანი, მუსიკოსი და ვიზუალური ხელოვნების მასწავლებელია.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.