fbpx

სანამ Veli.store-ზე ნიშ პარფიუმერიას შეარჩევ, ეს 10 ფაქტი აუცილებლად უნდა გაიგო


გააზიარე სტატია

თუ ნიშ პარფიუმერიაზე ჯერ არაფერი გსმენია, ეს შენი შანსია, აღმოაჩინო სუნამო, რომელიც არა მხოლოდ სურნელით გაქცევს გამორჩეულად, არამედ ისტორიული ღირებულებითა და უნიკალურობით.

შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ მეცნიერულ ფაქტზე, რომ სუნამო ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ხასიათსა თუ ემოციებზე მოქმედებს. ეს გრძნობა ერთხელ მაინც ყველას საკუთარ თავზე გამოგვიცდია, მაშინ, როცა ერთ მომენტში სუნამოს სურნელი ქუჩაში გვიგრძნია და დიდხანს დაგვმახსოვრებია. 

ნიშ პარფიუმერია, სწორედ ასეთი დაუვიწყარი სურნელით ხასიათდება, რომელსაც ბევრს შორის გამოარჩევ. თუმცა ამის მოლოდინი ხომ უკვე გქონდა? ახლა კი იმას მოგიყვებით, რაც არ იცი.

#1. ნიშ პარფიუმერია არის სუნამო, რომლის მიზანი არაა დიდ მასშტაბებზე გასვლა. ამ თემაზე საუბრისას ხშირად მოისმენთ სიტყვებს: იშვიათი, არასაყოველთაო და სპეციალიზებული. 

#2. ხშირად, პარფიუმერი არის ნიშ სახლის აღმასრულებელი დირექტორიც, რაც ხელს უწყობს მის შემოქმედებას.

#3.  დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროდუქტის წარმომავლობას და იყენებენ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებს, მხოლოდ იმ სეზონის მოსავალს, რომლითაც გამორჩეულ სურნელს შექმნიან.

#4.  ნიშ სუნამოები მოლეკულურ დონეზე მუშავდება და ამიტომ ჰიპოალერგიულია და ნებისმიერი კანისთვის სრულიად უსაფრთხო.

#5. ეს სუნამოები სამეფო კარისა და არისტოკრატიის სიმბოლოც კი იყო, რომლებსაც დედოფალი ვიქტორია და ელიზაბეტ I მოიხმარდნენ.

#6. სუნამო Histoires De Parfums 1969 საფრანგეთში სექსუალური რევოლუციის სიმბოლო და ანჯელინა ჯოლის საყვარელი პარფიუმია, რომელსაც თან მძაფრი ვნება დაჰყვება

#7. ნიშ სუნამოების ქიმიური ნივთიერებები ასტიმულირებდა ინსტინქტურ ემოციებს, როგორიცაა მიზიდვის და აღგზნების სურვილი

#8. ამ სუნამოების უმეტესობა უნისექსია, რადგან მათი ფერომონები ქალისა და კაცის კანს განსხვავებულად ერწყმის და გამორჩეულ სურნელს ქმნის

#9. Juliette has a gun – ნიშ პარფიუმერიაა, რომელიც შექსპირის ტრაგედიის ინსპირაციით რომანო რიჩიმ, ნინა რიჩის შვილიშვილმა, შექმნა. მასში თანამედროვე ჯულიეტა უფრო ძლიერი, თუმცა მაინც რომანტიკოსია.

#10. და ბოლოს, კითხვა რომელსაც ნიშ პარფიუმერიის შეძენის შემდეგ ხშირად დაგისვამ იქნება – აუ, ეს რა სუნამო გასხია? ესეც ფაქტია, Carner Barcelona-ს 3 სუნამოზე შევამოწმეთ: D600, Bo-Bo და Latin Lover

თუ გინდა შენი უნიკალური სურნელი იპოვო და შეუმჩნეველი არსად იყო, აუცილებლად უნდა გამოცადო ნიშ პარფიუმერია, რომელიც შეგმატებს თავდაჯერებულებას და ყველასგან გამორჩეულად გაგრძნობინებს თავს.

VELI.store-ზე ყველა ნიშ სუნამოს აქვს დეტალური აღწერა, სადაც ნახავ სურნელის მთავარ ნოტებს და უდიდეს არჩევანში, სულაც არ გაგიჭირდება შენთვის იდეალურის აღმოჩენა.

საუკეთესო ბოლოსთვის შემოვინახეთ. ახლა, როცა ამას კითხულობ  www.veli.store-ზე ნიშ პარფიუმ ბრენდებზე საოცარი ფასდაკლებებია. არ გამოტოვო:

ნიშ პარფიუმერიის გარდა, VELI.Store-ზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი: თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, საოჯახო ნივთები, წიგნები და სხვა. 

შეკვეთის მიღების დროს მომხმარებელი თავად ირჩევს და შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, 3 საათში იღებს, მიწოდება კი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.