fbpx

სილქნეტის და National Geographic საქართველოს ყოველთვიური შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება


გააზიარე სტატია

 

28 ივლისს,  რადისონში,  სილქნეტი და National Geographic საქართველო ძალიან საინტერესო სტუმარს ლევან გიგინეშვილს წარმოგიდენთ.

 

შეხვედრა #2: ‘წარსულ ნერგზედ ახალ ნამყნის…’ – იდენტობა და დროის გამოწვევები საქართველოს მაგალითზე.
“ამ საუბარში შევეხები საქართველოს თვითგააზრებას ისტორიულ პერსპექტივაში, სხვადასხვა ისტორიული გამოწვევების წინაშე: როგორ აღიქვამდნენ ქართველები თავს გლობალურ პერსპექტივაში? რა იყო მათი დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ? რამდენად ხისტი და დოგმატური იყო იდენტობის გაგება? რის დაცვას და რის შეცვლას ცდილობდნენ? როგორი იყო ურთიერთობა დიდ ქრისტიანულ – ბიზანტია – და არაქრისტიანულ – ირანი, არაბები ა.შ. – იმპერიებთან? როდის აიღო გეზი საქართველომ ევროპაზე, რა განსხვავებაა თერგდალეულების დანახულ მოდერნულ ევროპასა და დღევანდელ პოსტმოდერნულ ევროპას შორის? რა გამოწვევების – შესაძლებლობების და საფრთხეების – წინაშეა საქართველო” – ლევან გიგინეიშვილი

ღონისძიებაზე საშუალება გექნებათ თემასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვათ მოწვულ სპიკერს, საუკეთესო კითხვის ავტორებს კი სამახსოვრო საჩუქრები ელით.

 

მაშ ასე, თუ გაინტერესებსთ სამყაროს აღმოჩენები, ამბები თბილისის და საქართველოს ისტორიიდან, ან უბრალოდ გჯერათ, რომ განათლებას სამყაროს შეცვლა შეუძლია, სილქნეტის და National Geographic საქართველოს ყოვეთვიურ შეხვედრებზე გეპატიჟებათ სადაც მწერლებს, მეცნიერებს, ფოტოგრაფებს, საზოგადო მოღვაწეებს და უბრალოდ საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, რომლებიც მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ.

 

28 ივლისი, ხუთშაბათი, 19:00 სთ. სასტუმრო Radisson Blue Iveria /კაფე სერფეისი.

დასწრება თავისუფალია.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/j8M36pcVxqsbiBWH8


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.