fbpx

Blueberry Nights – ახალი სასტუმრო „ლოლიტას“ შენობაში


გააზიარე სტატია

Elizabeth: So what’s wrong with the Blueberry Pie?  

Jeremy: There’s nothing wrong with the Blueberry Pie, just people make other choices. You can’t blame the Blueberry Pie, it’s just… no one wants it. 

Elizabeth: Wait! I want a piece. 

 

 

Bueberry Nights – ასე, კინოპოეტ ვონგ კარ ვაის ფილმივით ჰქვია ახალ სასტუმროს თბილისში, თქვენთვის უკვე საყვარელ და ნაცნობ „ლოლიტას“ შენობაში. და აქ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც კინოში, თუმცა არამხოლოდ ჰონგკონგელი რეჟისორის საკულტო ფილმებში. ყველა მგზავრი აქ საკუთარ კინოს აღმოაჩენს. 

მშვიდი, მუსიკალური რიტმის მსგავსი, მარტივი გეომეტრიული ფორმებით – ასეთია სასტუმრო, რომელიც სულ ერთი თვეა, რაც გაიხსნა. მისი დიზაინი არქიტექტორ სანდრო თაყაიშვილს ეკუთვნის. 

სანდრო:  ჩემი მთავარი ინსპირაცია კინოა. ამ სასტუმროს დიზაინში მაქვს გამოყენებული მიმართული განათებები, რაც სწორედ კინოს განათებას მოგაგონებთ. ყველა ოთახში არის პროექტორი და დიდ-დიდი ეკრანი. სტუმრებს ხვდება ფირსაკრავი სპეციალურად ამ სასტუმროსთვის შერჩეული ფირფიტების კოლექციით. 

A few years ago, I had a dream. It began in the summer and was over by the following spring. In between, there were as many unhappy nights as there were happy days. Most of them took place in this cafe. And then one night, a door slammed and the dream was over.  

Blueberry Nights-ის ლობიში შესვლისთანავე გაიგებთ დიალოგებს  ნაცნობი თუ უცნობი ფილმებიდან.

It took me nearly a year to get here. It wasn’t so hard to cross that street after all, it all depends on who’s waiting for you on the other side.   

ფილმში, რომლის სახელიც დაერქვა ახალ სასტუმროს, სიუჟეტი თითქოს არ არსებობს. გოგონა (ნორა ჯონსი), რომელიც საყვარელი ადამიანის ღალატს იგებს, შემთხვევით გაიცნობს მომხიბვლელ და ძალიან რომანტიკული კაფეს მფლობელს (ჯუდ ლოუ). ღამღამობით ქალი მოდის კაფეში, რათა მოცვის ნამცხვარი მიირთვას და ჯუდ ლოუს გმირს პირად ამბებზე ესაუბროს. თითქოს ყველაფერი ლაგდება, მაგრამ უეცრად ელიზაბეტი გადაწყვეტს გამგზავრებას, რათა საკუთარ თავში გაერკვეს. ის მოგზაურობს, ხვდება სხვადასხვა ადამიანს. თითოეული მათგანი მას რაღაც მნიშვნელოვნის გაგებაში, გაზრდაში, გადატანაში ეხმარება. მოგზაურობის ბოლოს ელიზაბეტი მიხვდება, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოცვის ჯერემისთან ბრუნდება. 

ალბათ Blueberry Nights სწორედ ის სასტუმროა, რომელშიც თუკი ერთხელ მაინც გაჩერდებით, აუცილებლად უკან დაბრუნება მოგინდებათ.

How do you say goodbye to someone you don’t imagine your life without? I didn’t say goodbye. I didn’t say anything. I just walked away.   

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.