fbpx

საუკეთესო ფემინისტური სერიალები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

2017 წლიდან, ჰოლივუდში Me Too და Time’s Up მოძრაობების დანერგვამ, ქალების რეპრეზენტაციის ნაკლებობის საკითხი წინა პლანზე წამოწია, განსაკუთრებით სატელევიზიო სივრცეში. ისინი როგორც წესი დამხმარე პერსონაჟის ამპლუაში გვევლინებოდნენ, სადაც სტერეოტიპულ ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულები და ხშირად მათი ზედმეტი სექსუალიზაციაც ხდებოდა. აქედან გამომდინარე, კომპლექსურ და რეალისტურ ქალ გმირებს იშვიათად ვხედავდით ეკრანზე.

ეს ტენდენცია 1998 წელს სერიალმა “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) დაამსხვრია, რომელშიც ქალები წამყვან როლში იყვნენ, მამაკაცები კი პირიქით, დამხმარე. “სექსი დიდ ქალაქში”, ქალი პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა; ოთხივე მეგობარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და შედეგად ყველა ტიპის ქალის ძალიან საინტერესო პროტოტიპს ვიღებთ. გარდა ამისა, სერიალი ქალების მეგობრული კავშირის იკონური ხატია. 

“სექსი დიდ ქალაქში”-ს ახლებურ და ნაკლებად გლამურულ ინერპრეტაციაში “გოგონები” (Girls) სერიალის შემქმნელმა ლენა დანჰემმა, ოთხი 20 წელს ზემოთ პერსონაჟით დაანგრია მოსაზრება, რომ ქალი გმირები მისაბაძი ან მოსაწონი უნდა იყვნენ. ჰანა პრივილეგირებული ნარცისია, ჯესა უპასუხისმგებლო, მარნი ეგოისტი, შოშანას კი ზედმეტი განსჯა უყვარს. მიუხედავად ამისა, შოუ ფემინისტურ ნარატივს, სექსუალური თავისუფლებით, აბორტით, რომელიც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს აბორტის უფლების კონსტიტუციურობის გაუქმების შესახებ კიდევ უფრო აქტუალურ და პრობლემატურ თემად იქცა; რეალისტური ახალგაზრდა ქალი პერსონაჟებით და  საზოგადოებაში სხეულის მიღებული იმიჯის დამსხვრებით ეხმაურება. 

2010-იანი წლებიდან, ქალების თემაზე სერიალების აქტიური წარმოება დაიწყო. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა, როდესაც 2017 წელს, Hulu-ზე მარგარეტ ეტვუდის დისტოპიური წიგნის, “მხევლის წიგნის” (The Handmaid’s Tale) ეკრანიზაცია გამოჩნდა. სერიალის სიუჟეტი ავტორიტარულ სახელმწიფოში – გილეადში ვითარდება, სადაც ქალები მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას ასრულებენ. სისასტიკის მიუხედავად, იმედი ნაპერწკალი მაინც არსებობს, რადგან ნებისმიერ ოპრესირებულ რეჟიმში აჯანყება ყოველთვის გარდაუვალია. “მხევლის წიგნი”, დღევანდელ რეალობას ისეთ საკითხებზე აქცენტით ერგება, როგორიც არის: ქალთა უფლებები და თავისუფლება, თანასწორობა და სექსუალური შევიწროვება. 

“მხევლის წიგნს” Amazon Prime-ის ბრიტანული კომედია “ფლიბეგი” (Fleabag) მოჰყვა. ემის და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი შოუ, უსახელო ცენტრალური პერსონაჟით ქალის უხეშ პორტრეტს ქმნის, რომელშიც მწუხარება, თვითგვემა და მარტოობა გმირის პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტებია. სცენარის ავტორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ფიბი უოლერ-ბრიჯმა “ფლიბეგი” მრავალგანზომილებიანი გახადა, ის არის ადამიანი რომელსაც უამრავი ნაკლი აქვს, მაგრამ მის ცხოვრებისეულ სირთულეებთან იდენტიპიცირება ძალიან ორგანულად ხდება. 

როდესაც სერიალს ეპიზოდებზე მეტი ემის ჯილდო აქვს, მისი მაღალი ხარისხი გარანტირებულია. ჰოლივუდის წამყვანმა ქალმა მსახიობებმა: ნიკოლ კიდმანმა, რიზ ვიზერსპუნმა, ლორა დერნმა და მერილ სტრიმა, “დიდი პატარა ტყუილებით” (Big Little Lies) სატელევიზიო სივრცეც “დაიპყრეს”. HBO-ს მინისერიალი, ლიან მორიარტის ამავე სახელწოდების ავსტრალიურ რომანზე დაყრდნობით, ისეთ რელევანტურ და მძიმე თემებს განიხილავს, როგორიც არის: ქალთა მეგობრობა, დედობის სირთულეები, ოჯახური ძალადობა და მკვლელობა. 

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალ “ევას მკვლელობისას” (Killing Eve) მთავარი გმირები სწრაფად იქცნენ მძლავრ დუეტად ტელევიზიაში. ეპიკური ჯაშუშური თრილერში, სანრა ო MI6 აგენტის – ევას როლს ასრულებს, რომელიც შებყრობილია  სასტიკი, მარგამ ქარიზმატული მკვლელის – ვილანელის (ჯოდი კომერ) ხელში ჩაგდებით. სერიალი არა მხოლოდ ფემინისტურ, არამედ ქვიარ ქვეტექსტსაც ითავსებს და ის ყველა სეზონში სხვადასხვა წამყვან ქალ სცენარისტებს აერთიანებს, მათ შორის “ფლიბეგის” ავტორს – ფიბი უოლერ-ბრიჯს. 

კომედიური სერიალი “საოცარი მისის მეიზელი” (The Marvelous Mrs. Maisel) ებრაელ დიასახლისზეა, რომლის ცხოვრებაც მაშინდელი სოციალური სტანდატების მიხედვით იდეალურია: ის შეძლებული ოჯახიდან არის, ჰყავს ქმარი და შვილები. მირიამის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც მას ქმარი მიატოვებს, რის შემდეგაც აღმოაჩენს რომ კომედიის ნიჭი აქვს. “საოცარი მისის მეიზელი” მაყურებელს აჩვენებს, თუ რა ხდება, როდესაც ქალები კომფორტის ზონიდან გამოდიან. “საოცარი მისის მეიზელი” იდეალურად შეფუთული კომედიაა, რომელიც განსხვავებულ სცენარს და რეიჩელ ბროსნაჰანის პერფორმანსის მეშვეობით, დაუვიწყარ ქალ პერსონაჟს გვთავაზობს. 

“ლაზიერის გამბიტის” (The Queen’s Gambit) გამოსვლის შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმებზე დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა. მინისერიალი 1983 წლის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული, რომელიც ბეთ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ობლობიდან გენიოს მოჭადრაკედ ჩამოყალიბების მომნუსხველ ამბავზეა, რომელიც ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძვის და ამავდროულად ცდილობს მამაკაცებით დომინირებულ  სპორტში და სამყაროში  თავი დაიმკვიდროს. სერიალში მოვლენები 1950-იან წლებში ვითარდება. “ლაზიერის გამბიტმა” Netflix-ის რეკორდი მოხსნა, როგორც ყველაზე ყურებადმა სატელევიზიო შოუმ, მეტიც სერიალმა ჭადრაკის მიმართ იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ ამ ფენომენს “ნეტფლიქსის ეფექტი” (Netflix Effect) ეწოდა. 

მიქაელა კოელის 2020 წლის ბრიტანული სერიალი, “I May Destroy You” ერთ-ერთი ყველაზე მამაცი სატელევიზიო შოუა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც კოელის საკუთარი სექსუალური ძალადობის და მთავარი პერსონაჟის ტრავმის გადალახვის რელისტურ და დამაფიქრებელ ისტორიას მოგვითხრობს. აღსაღნიშნავია, რომ სერიალი White Privilege-ს აქტუალურ თემასაც ეხება (განსაკუთრებით ქალებში) და ის გაუპატიურების ნარატივის შესახებ მაყურებლის ცხობიერების ამაღლებას ემსახურება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.