fbpx

მოგონებები „ჩელთის“ ვენახებიდან


გააზიარე სტატია

           

ვენახი, სადაც  ჯერ ყურძენი  იზრდება, მწიფდება, შემდგომ კი მარანში ღვინოდ გარდაიქმნება, საუკეთესო და ავთენტური გარემოა ადამიანებისათვის პროდუქტის გასაცნობად, ნდობისა და ემოციური კავშირის დასამყარებლად. ხოლო სადღესასწაულო იერი კიდევ უფრო ამძაფრებს და მრავალფეროვანს ხდის მოგონებებს, რომელიც ამჯერად   „ჩელთის“ ღვინოს უკავშირდება. 

კახეთში,  კავკასიონის სამხრეთი კალთის ძირში, მდინარე ჩელთთან ახლოს, სოფელ შილდაში, მირიანაშვილების ოჯახის ვენახებში საუცხოო, ღვინითა და ზაფხულის თბილი, დაუვიწყარი მოგონებებით სავსე საღამო მოეწყო. 

მეგობრები – „ჩელთის“ პარტნიორი რესტორნებისა და ბარების თანამშრომლები, რამდენიმე დღის წინ   განსაკუთრებულ ტურზე მიიწვიეს, რათა ვენახებსა და მარანში  საკუთარი თვალით ეხილათ, როგორ, სად და რა პირობებში მზადდება მათი საყვარელი სასმელი,  საღამოს მიწურულს კი სადღესასწაულო ვახშამზე დაეგემოვნებინათ იგი. 

„ჩელთი“ ქართული ღვინის წარმოებაში მე-20 საუკუნის დასაწყისიდან არის ჩართული და დღესდღეობით ბრენდს მირიანაშვილების ოჯახი კვლავ იმავე ვენახებში, მარანსა და ქარხანაში, სოფელ შილდას ტერიტორიაზე ქმნის და უძღვება. XX საუკუნეში დაწყებული საქმიანობა ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „ჩელთი“  წარმატებით პოზიციონირებს უცხოეთში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, კანადაში, გერმანიაში და სხვა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.