fbpx

ამ ქალაქში ჩვენს გარდა არავინაა


გააზიარე სტატია

კოსმოსური სადგურია.
დაუჯერებელი.
რა უნდა კოსმონავტიკას საქართველოში?
მაგრამ, ასე თუ შევხედავ, ახალი ქალაქის დაარსებაც წარმოუდგენელია.
ან და, წარმოსადგენია, ოღონდ ახლა კი არა, 10-16 საუკუნის წინ.
ლაზიკა?
არგონავტები?
ფიქრები არ მეტეოდა…

საქართველოში მანქანით მოგზაურობა, განსაკუთრებით მღლის. დაუნდობელი, ყველაფერზე წამსვლელი მძღოლები …ამას ცარიელი მუცელიც დაემატა…

ჰაერში ნესტი ვიგრძენი.
გოგიკოს ვერცხლისფერი მერსედესის ფანჯრიდან, იმედივით ზღვა გამოჩნდა. ხეები ბუჩქებით ჩანაცვლდა.
თვალებით მაღაზიის ძებნა დავიწყე – იქნებ რაიმე სასუსნავი ვიყიდო..

ამ ქალაქში ჩვენს გარდა არავინაა…

შემხვედრი მანქანებიც გაუჩინარდნენ. ახალმა ასფალტმა და მონიშვნის მკაფიო ხაზებმა დანიშნულების ადგილამდე მიგვიყვანეს.
მართლა კოსმუსური სადგურია!

– იუსტიციის სახლი, ქორწინების დარბაზი და ოფისებია ამ შენობაში… მითხრა გოგიმ და თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა.

არ ეღირსა გახსნა…

ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის მმართველობა მეორეს გადაეცა.
მეორემ კი, პირველის მიღწევებზე უარი თქვა.
დარჩა შენობა ორი ყარაულის ამარად, რომელიც ღამღამობით, გართობის მიზნის აივნიდან ტურებს ესროდა…

ისევ ჩავძვერი ფიქრებში.
ამ ქალაქში ჩვენს გარდა არავინაა…

Lazika by Mamasakhlisi

Architecture by @architectsofinvention @mua.ge

Structural Engineer @engenuiti

@gogiko


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.