fbpx

სვანეთში მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა


გააზიარე სტატია

17-21 აგვისტოს,   სვანეთში მესტიის მოკლემეტრაჟიანი  და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალი 2021 წელს დაარსდა და გამორჩეული კონცეფციითა შეძლო ქვეყნის ახალ, მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებად ქცეულიყო. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მთის თემატიკის ფილმებს მრავალმხრივი რაკურსით აერთიანებს. განსაკუთრებით სიმბოლურია მისი ჩატარების ადგილი, რომელიც თავისი ისტორიიით, გეოგრაფიული მდებარეობით, ლანდშაფტითა და ტრადიციებით,  უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის ღონისძიების მსვლელობისას. 

 

მესტიის კულტურის ცენტრის აივანზე რომ დადგებით და ხედს გადახედავთ, აუცილებლად მოგინდებათ რაიმე ისეთის გკეთება, რასაც ამ ულამაზეს გარემოსთან ექნება მჭიდრო კავშირი. სწორედ ასე გაჩნდა ამ თემატიკის პირველი ფესტივალი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. უკვე მეორე წელია ეს ფესტივალი აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც უყვართ მთა და  უყვართ ხელოვნება” – ხათუნა ხუნდაძე, ფესტივალის დამფუძნებელი. 

ფესტივალი ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორც სახელწოდებიდანაც ვიგებთ, ეს არის მთის თემატიკის ფილმები და ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ასეთი ფორმატი ამ პლატფორმას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და არაერთი საინტერესო ნამუშევრით დატვირთულს ხდის. 

მესტიის მოკლემეტრაჟიანი  და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  არაერთი  სექციაა გაერთიანებული. წარმოდგენილი იქნება  უკრაინული სექცია, რაც კიდევ  უფრო მნიშვნელოვანია დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მსოფლიო დონის პროფესიონალები ესწრებიან. “ –  ხათუნა ხუნდაძე

2022 წლის სეზონზე, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო  ფესტივალი ჟიურის განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა. მათ შორის  არის  ბარბარა გასერი – ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის წევრი, ასევე „ოქროს გლობუსის“ჟიურის წევრი.” ასევე მოწვეულია კინოს, ტელევიზიისა და მედია სკოლების მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ სემერჯიევი. ჟიურის კიდევ ერთი წევრი არის ერვე შნაიდი – მსოფლიო მასშტაბით აღიარებული მემონტაჟე, ამერიკული კონოს მემონტაჟეთა ასოციაციის წევრი. ერვე შნაიდის მოღვაწეობას არაერთი ცნობილი ნამუშევარი და მიღებული პრემია უკავშირდება. მისი ერთ-ერთი პირველი აღიარება იყო დანიური კინოაკადემიის ჯილდო ლარს ფონ ტრიერის კანის პრიზიორი სურათის – Europa-ს მონტაჟისთვის. 

საკონკურსო, თემატური  სექციებისა და კინოჩვენებების გარდა, ფესტივალი საგანმანათლებლო პროცესსაც მოიცავს. ხუთი დღის განმავლობაში,  არაერთი მნიშვნელოვანი მასტერკლასია დაგეგმილი. 

Ჩემთვის, როგორც ფესტივალის დამფუძნებლისა და დირექტორისთვის საინტერესოა ფილმის გადაღების პროცესის ხელშეწყობა და ამისათვის ყოველწლიურად ვაპირებთ საინტერესო პროფესიონალების მოპატიჟებას, რომელბიც გაგვიზირებენ თვიანთ გამოცდილებას და მოგვცემენ რჩევას. Წელს დაგეგმილია, მონტაჟის მასტერკლასი, ოსკაროსანი კასკადიორების ვორკშოპი და სტუმრებს ჩვენს მთამსვლელებთან ერთად გამოცდილების გაცვლის საშუალება მიეცემათ, ასევე ოქროს გლობუსის ჟირის წევრი გაგვიზიარებს, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით ხვდებიან ფილმების A კლასისი ფესტივალებზე და როგორ მუშაობენ სელექტორები.”  –  ხათუნა ხუნდაძე, ფესტივალის დამფუძნებელი. 

როგორც უკვე აღნიშნა, ფესტივალი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 21 აგვისტოს დაიხურება. ადგილმდებარეობით, იდეური დატვირთვით, პროგრამით, დაგეგმილი აქტოვობებით, სტუმრებითა და მრავალი სვა დეტალით, მესტიის  მოკლემეტრაჟიანი  და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი  არამხოლოდ მნიშვნელოვანია ქართული კინოინდუსტრიისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის  ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასაც ემსახურება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.