fbpx

RECKLESS-ის პირველი მაღაზია თბილისში


გააზიარე სტატია

31 აგვისტოს კოსტავას N9-ში ახალგაზრდული ბრენდ RECKLESS-ის პირველი მაღაზია გაიხსნა.

მაღაზიაში ბრენდის კოლექციებთან ერთად რამდენიმე სხვა კომპანიის  სამოსიც იქნება წარმოდგენილი,მაგალითად Tamra, Temple Pharmacy… ახალ სივრცეში ასევე შეხვდებით ვინილებს, გრაფიტისთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნივთებს…

სალომე გველესიანი, ბრენდის დამფუძნებელი: „მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები ჩვენთვის პრიორიტეტულია, მაღაზიის გახსნა ბრენდის ჩაშვებისთანავე გვსურდა. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელსაც არ ექნებოდა მხოლოდ მაღაზიის ფუნქცია. RECKLESS უნდა იქცეს ადგილად, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდი 2020 წელს შეიქმნა, ანუ  პანდემიის დაწყებისას, ამ დრომდე ამის საშუალება არ მოგვეცა. ახლა კი უკვე გელით კოსტავაზე.”

ბრენდი 2020 წელს შეიქმნა ერთი მკაფიო მიზნისთვის,  დაემზადებინა ტანსაცმელი,  კრეატიული დაგახსნილი გონების მქონე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სოციუმში საკუთარ ადგილს და მიკუთვნებულობას ეძებენ.

ბრენდის მთავარი ღირებულებაა თავისუფლება, იდენტობა, თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების პატივისცემა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.