fbpx

გალერეა “Gladstone Gallery“ ნიუ-იორკში წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას გამოფენას – “SEA CUT”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

14 სექტემბრიდან – 22 ოქტომბის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნები გალერეა “Gladstone Gallery“ ნიუ-იორკში წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას გამოფენას – “SEA CUT”.

 

გალერეის გვერდზე ვკითხულობთ: „გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები უკავშირდება მეხსიერების გამოსახვის ფამილიარული და ამავდროულად უცნობი, სპეციფიკური  გზების ძიებასა და ჩვენებას. აბრეშუმით, ზეთით, ნახშირითა და ფანქრებით შექმნილი კოლაჟები   სხვადასხვა  ფენის ზედაპირზე რთული ნარატივების წარმოჩენით ხასიათდება, რომელიც ისტორიას, გეოგრაფიას, მეხსიერების ნაგლეჯებსა და ფანტაზიას აერთიანებს.

Adonis Bluex, 2021-2022


ანდრო ვეკუას გრძნობები და სამყაროს აღქმა, ისტორიული და ფსიქოლოგიური სივრცეების კვლევა ხელოვნების მრავალ მედიუმს მოიცავს: ფერწერას, ქანდაკებას, ვიდეოინსტალაციას და ა.შ. პერსონაჟები და სივრცეები არტისტის ღრმა, პირადი და ამავდროულად უნივერსალური ადგილებიდან და გამოცდილებიდან გვხვდებიან, ხშირად ისინი  მწვანით, ცისფერი და ყვითელი ფერებითაა გამოსახული. აბსტრაქტულ პეიზაჟებს შორის გეომეტრიული ფიგურები და ლაქებით წარმოქმნილი ფორმები ცურავს, რომლებიც პალმის ფოთლებს, ლავასა და ადამიანის კიდურებს მოგვაგონებს. სახეები თითქოს დიდხანს გაკვირდებიან და მათი მზერა ჩარჩოსაც კი სცდება. 

ანდროს ნამუშევრები ხელახლა აყალიბებენ ელემენტებსა და საგნებს წინა გამოფენებიდან, რაც ერთგვარი არტეფაქტების ქსელს წარმოქმნის და ყოველ ჯერზე ახლიდან გიწევს დაკვირვება და მისი ამოხსნა. ის მუდამ გვთავაზობს იმპულსებს წარსულიდან, რათა შევძლოთ ახალი, ალტერნატიული შედეგების პოვნა”. 

 

ანდროს ნამუშევრები ხელახლა აყალიბებენ ელემენტებსა და საგნებს წინა გამოფენებიდან, რაც ერთგვარ არტეფაქტების ქსელს წარმოქმნის და ყოველ ჯერზე ახლიდან გიწევს დაკვირვება და მისი ამოხსნა.ის მუდამ გვთავაზობს იმპულსებს წარსულიდან, რათა შევძლოთ ახალი, ალტერნატიული შედეგების პოვნა. „

“Gladstone Gallery” ნიუ-იორკის გარდა, ასევე წარმოდგენილია ბრიუსელში, ლოს-ანჯელსში, რომსა და სეულში. გამოფენილი აქვს 70-მდე არტისტის ნამუშევარი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რამდენიმე მათგანის კარიერულ განვითარებაში. სექტემბერში კი ანდრო ვეკუას გამოფენას უმასპინძლებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.